მესხები
მესხები — ერთ-ერთი უძველესი ქართული ტომი, ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, მესხეთის მოსახლენი. თანამედროვე მესხებში დღევანდელი სამცხის ანუ ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას გულისხმობენ, ზოგიერთ შემთხვევაში აგრეთვე ჯავახებსაც. ოსმალეთს იმპერიის გავლენის ქვეშ მესხთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ისლამი მიიღო და ისინი მუსლიმი „თურქი“ მესხების სახელით არიან ცნობილი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მესხების წინაპრები ისტორიულ დოკუმენტებში პირველად ძვ. წ. XII საუკუნეში არიან მოხსენიებულნი, მუშქების სახელწოდებით. მათი განსახლების არეალი იმ პერიოდში აღმოსავლეთი ანატოლია, ევფრატის სათავეები იყო. მუშქების მესხებთან კავშირზე, სწორედ ტომის სახელწოდების მსგავსება მიუთითებს. მიჩნეულია რომ მუშქების სამეფოს დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 676) ამ ტომმა ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გადმოინაცვლა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში დამკვიდრდა. ძვ. წ. VI საუკუნიდან ძველი ბერძნები, ანტიკური ავტორები, მათ მოსხების სახელწოდებით მოიხსენიებენ. ჰეკატეოს მილეტელის ცნობით ისინი კოლხები არიან. უფრო გვიან, ძვ. წ. V საუკუნეში, ისინი უკვე აქემენიანთა იმპერიის შემადგენლობაში, XIX სატრაპიაში შედიან. მოსხები მონაწილეობდნენ აქემენიანთა ლაშქრობებში საბერძნეთში. ჰეროდოტეს სიტყვებით, მათ, ტიბარენებთან ერთად, ამ ლაშქრობებში სარდლობდა სპარსი მხედართმთავარი არიომადოსი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|