შინაარსზე გადასვლა

მეორე სვირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მეორე სვირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი მეორე სვირი
კოორდინატები 42°06′07″ ჩ. გ. 42°55′34″ ა. გ. / 42.10194° ჩ. გ. 42.92611° ა. გ. / 42.10194; 42.92611
ცენტრის სიმაღლე 230
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3356[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,97 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მეორე სვირი — საქართველო
მეორე სვირი
მეორე სვირი — იმერეთის მხარე
მეორე სვირი

მეორე სვირისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ახალი სვირი). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 230 მეტრი, ზესტაფონიდან 13 კილომეტრი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3356 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 4569 2253 2316
2014[1] 3356 1711 1645

სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“ სვირი განმარტებულია, როგორც მცველი. სახელწოდება, სავარაუდოდ, სოფლის ტერიტორიაზე არსებული ნაპურადევის ციხის თავდაცვითი ფუნქციიდან მომდინარეობს.

მეორე სვირის ტერიტორიაზეა აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილი. სოფელი შედის სვირის მეღვინეობის ზონაში. სოფელში არის საექიმო პუნქტი და საჯარო სკოლა.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ნაპურადევის ციხე, თომა მოციქულის სახელობის ეკლესია და მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის XIX საუკუნის ეკლესია გაბეხაძეების უბანში, წმინდა გიორგის სახელობის VIII საუკუნის ეკლესია.

ნაპურადევის ციხე მდებარეობს სოფელ პირველი სვირის საზღვართან. მის შესახებ წერილობითი ცნობები არ მოიპოვება, არსებობს მხოლოდ ლეგენდა, რომ ამ ადგილებში ვახტანგ გორგასალს უნადიმია, ადგილი მოსწონებია და ციხის აშენება უბრძანებია. ციხე საშუალო ზომისაა, კედლები და მდინარეში ჩასასვლელი გვირაბი დანგრეულია. ჩაკირული მრავალი ჭური დეფორმირებულია. ციხის ტერიტორიაზე და მის ჩრდილო-აღმოსავლეთით მრავლად მოიპოვება ანტიკური ხანისა და უფრო გვიანი პერიოდის თიხის ჭურჭლის ნატეხები.

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადა და სოფელშივეა დაკრძალული ქართველი პუბლიცისტი ესტატე ბოსლეველი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II