შინაარსზე გადასვლა

მარცვლოვანთა ბუზები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარცვლოვანთა ბუზები
Meromyza saltatrix
Meromyza saltatrix
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ორფრთიანები
ოჯახი:  მარცვლოვანთა ბუზები
ლათინური სახელი
Chloropidae

მარცვლოვანთა ბუზები (ლათ. Chloropidae) — მწერების ოჯახი ორფრთიანთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 1-4 მმ აღწევს. მსოფლიოში ყველგან არიან გავრცელებული. ცნობილია 1500-ზე მეტი სახეობა. მარცვლოვანთა ბუზების მატლები ფიტოფაგებია. ძირითადად მარცვლოვანთა ღეროებსა და თავთუნებში ცხოვრობენ, იშვიათად ღეროებზე გალები|გალებს წარმოქმნიან. საქართველოში თავთავიან მარცვლოვანთა ნათესებში ფართოდაა გავრცელებული შვედური ბუზი (Oscinosoma frit) და მწვანეთვალა ბუზი (Chlorope pumilionis), სასარგებლო სახეობები ადგურებენ ფესვის ბუგრებს ჭარხალზე, ტროპიკებში მარცვლოვანთა ბუზების რიგი სახეობა ადამიანისა და ცხოველის ზოგიერთი ინფექციური და ინვაზიური დაავადების გამომწვევთა გადამტანია.