შინაარსზე გადასვლა

მარსს სჭირდება დედები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მარსს სჭირდება დედები“
რეჟისორი საიმონ უელსი
პროდიუსერი რობერტ ზემეკისი, ჯეკ რეპკე, სტივ სტარკი, სტივენ ბოიდი
ნაწარმოები „მარსს სჭირდება დედები“:
ბერკლი ბრიზედი
კომპოზიტორი ჯონ პაუელი
სტუდია ImageMovers Digital
დისტრიბუტორი Walt Disney Pictures
პრემიერა
  • 11 მარტი, 2011 (2011-03-11)
ხანგრძლივობა 88 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ბიუჯეტი 150 მილიონი აშშ დოლარი[1][2]
შემოსავალი 39 მილიონი აშშ დოლარი[1]

მარსს სჭირდება დედები“ (ინგლ. Mars Needs Moms) — 2011 წლის ამერიკული ანიმაციური ფილმი, რომელიც ეფუძნება ბერკლი ბრიზედის ამავე სახელწოდების რომანს. ფილმი გადაღებულია რეჟისორ საიმონ უელსის მიერ, ImageMovers Digital, ხოლო დისტრიბუტორია Walt Disney Pictures. 150 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტით ფილმმა შემქმნელებს მოუტანა 39 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი, რამაც რობერტ ზემეკისის მიერ დაარსებული ImageMovers Digital-ის დახურვა გამოიწვია.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ბიჭუნა მაილოს დედას იტაცებენ უცხოპლანეტელები მარსიდან. ისინი თავის პლანეტაზე ამრავლებენ მსგავს არსებებს, მაგრამ არ იციან მათი აღზრდა, ამიტომ ადამიანურ ინსტინქტებს ითვისებენ, უნერგავენ აღმზრდელ რობოტებს, შემდეგ კი პირველწყაროს (ანუ მდედრობითი სქესისა და დედის ინსტინქტის მქონე პირს) ანადგურებენ. მაილო მიემგზავრება მათი ხომალდით, რათა გადაარჩინოს დედა, რომელსაც სულ მცირე ხნის წინ განუცხადა, რომ არ სურს მისი დანახვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Mars Needs Moms (2011). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი, 2012.
  2. Kaufman, Amy (10 მარტი, 2011). „Movie Projector: 'Battle: Los Angeles' will rule, 'Mars Needs Moms' will bomb“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)