მარნეული
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მარნეული | |||||
მარნეულის ჩაის სახლი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | ქვემო ქართლი | ||||
მუნიციპალიტეტი | მარნეული | ||||
კოორდინატები | 41°29′14″ ჩ. გ. 44°47′53″ ა. გ. / 41.48722° ჩ. გ. 44.79806° ა. გ. | ||||
ცენტრის სიმაღლე | 420±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 24 928 (2023)[1] | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
აზერბაიჯანელები 84 % ქართველები 10,5 % სომხები 3,7 % რუსები 0,6 % ბერძნები 0,4 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | 357[2] | ||||
საფოსტო ინდექსი | 3000[3] | ||||
ოფიციალური საიტი | https://marneuli.gov.ge/ | ||||
მარნეული (1947 წლამდე ბორჩალო) — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მარნეულში არის რუსთავის ეპარქიის რეზიდენცია. ქალაქში რვა საჯარო სკოლაა, მათ შორის ერთი ქართულენოვანი.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება მარნეული მოხსენებულია XVII საუკუნის ისტორიულ წყაროებში. ამასვე მოწმობს ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს-ის დასაწყისი) და ცნობილი მოგზაურის იოჰან გიულდენშტედტის ჩანაწერები (1772), ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, მარნეულის ძველი სახელი ლომთაგორა ყოფილა (წყაროებში პირველად იხსენიება XIII საუკუნეში), რომელიც დიდ დასახლებად იქცა ლომთაგორა-მარნეულის, ჭანდარ-სანდარისა და სარვანის გაერთიანების შედეგად.
სახელწოდება მარნეული ქართული წარმოშობისაა და მას რამდენიმე ახსნა მოეპოვება. სიტყვა მარანი VIII საუკუნიდან არსებობს და აღნიშნავს ღვინის დასაყენებელ და შესანახ ადგილს. ასევე, მარნეული არის მცენარის სახეობაც. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, მარნეულის არის მარნას (მცენარე) რტოსგან.
ბუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს მარნეულის ვაკეზე, მდინარე ალგეთის ნაპირებზე. მარნეულში ზომიერად თბილი სტეპის ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12 °C, იანვარში 0 °C, ივლისში 23,9 °C. აბსოლუტურ მინიმუმი — 25 °C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 40 °C. ნალექები 500 მმ წელიწადში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდ დასახლებად იქცა სოფლების: ლომთაგორა-მარნეულის, ეკლესიის, ჭანდარ-სანდარისა და სარვანის გაერთიანების შედეგად. უძველესი დასახლებაა ლომთაგორა (წყაროებში პირველად იხსენიება XIII საუკუნეში), რითაც ბოლოვდებოდა მეგალითური (ციკლოპური) ციხეების მწკრივი მდინარე ალგეთის მარჯვენა მხარეს. იყო მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე და საგზაო კვანძი. XVII საუკუნეში ირანის შაჰმა აბას I-მა აქედან აყრილი მკვიდრი ქართული მოსახლეობის ნაცვლად ამ ადგილას ბორჩალუს თურქმანული ტომი დაასახლა, შემდგომში, დასახლებასაც ბორჩალო ეწოდა. 1947 წელს აღადგინეს ძველი ქართული სახელწოდება მარნეული. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს.
მარნეულის ტერიტორიაზე შემორჩენილია მეგალითური ხანის ციხის ნაშთები და ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესია.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 20 211 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989[4] | 27 118 | -- | -- |
2002[4] | 20 065 | -- | -- |
2014[5] | 20 211 | 9 903 | 10 308 |
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობა
ზვიად ავალიანის ფოტო -
წმინდა გიორგის ეკლესია
-
მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია
-
მარნეულის კულტურის სახლი
-
იმამ-ალის მეჩეთი
ზვიად ავალიანის ფოტო -
მარნეულის მთავარი ქუჩა
-
ჩაის სახლი მარნეულში
-
მარნეულის იმამ-ჰუსეინის მეჩეთის ფასადი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბ.. — გვ. ჯაოშვილი, ვ. თოდრია, დ..
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.geostat.ge/en/modules/categories/41/population
- ↑ http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
- ↑ საქართველოს ფოსტა — 1805.
- ↑ 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
|
|