მარკიანე (ბიზანტია)
მარკიანე | |
---|---|
Flavius Marcianus | |
![]() იმპერატორის გამოსახულებიანი მონეტა | |
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 450 |
მმართ. დასასრული: | 457 |
წინამორბედი: | თეოდოსიუს II |
მემკვიდრე: | ლეონ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 392 |
დაბ. ადგილი: | ილირია |
გარდ. თარიღი: | 27 იანვარი, 457 |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
მეუღლე: | პულხერია |
შვილები: | მარკია ეფემია |
დინასტია: | ვალენტინიანუს თეოდოსიანიდების |
რელიგია: | ქრისტიანობა |
მარკიანე (ფლავიუს მარკიანე) (დ. 392 — გ. 27 იანვარი, 457) — აღმოსავლეთ რომის იმპერატორი 450-457 წლებში. ცხოვრების დიდი ნაწილი ლაშქრობებში გაატარა. სპარსეთის ომის დროს (420-422 წწ.) იყო გუთების ლეგიონში. 443 წელს აფრიკაში ვანდალებმა დაატყვევეს. გაათავისუფლა თავად ვანდალთა მეფემ გაიზერიხმა, რომელმაც იმპერატორობა უწინასწარმეტყველა და პირობაც ჩამოართვა, რომ იმპერატორობის შემთხვევაში ვანდალების წინააღმდეგ არ იომებდა. თეოდოსიუს II-ის გარდაცვალების შემდგომ მისი კანდიდატურა სენატს შესთავაზეს, ხოლო პულხერია მას ცოლად უნდა გაჰყოლოდა იმ პირობით, რომ ის დარჩებოდა ქალწულად. რაზეც მარკიანე დათანხმდა.
მარკიანე იყო ჭკვიანი პოლიტიკოსი, მაგრამ დიდი განათლებულობით არ გამოირჩეოდა. მისი მმართველობისას შედგა 451 წელს მე-4 მსოფლიო საეკლესიო კრება ქალკედონში. მან ბოლო მოუღო ჰუნების თარეშს, თუმცა ამას ხელი, ასევე, შეუწყო ატილას სიკვდილმა 453 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვ. ასათიანი, „ბიზანტიური ცივილიზაცია“, გვ. 478, თბ., 2006
წინამორბედი: თეოდოსიუს II |
ბიზანტიის იმპერატორი 450 - 457 |
შემდეგი: ლეონ I |