მარიამ ბაქრაძე-დედაბრიშვილი
მარიამ სიმონის ასული ბაქრაძე-დედაბრიშვილი (ფსევდონიმი: დედაბერი. დ. 1869, თბილისი ― გ. 1942, იქვე) ― ქართველი ექიმი და ლიტერატორი, შიო არაგვისპირელის მეუღლე. საქართველოს დამსახურებული ექიმი (1941), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1898).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1897 წელს დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1898 წელს მედიცინის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად პარიზში დაიცვა დისერტაცია თემაზე „საბავშვო დამბლების შედეგად განვითარებული მრუდე ტერფის ქირურგიული მკურნალობა“. 2 წლის მანძილზე მუშაობდა პარიზის ბავშვთა სნეულების კლინიკებში, შემდეგ პასტერის სადგურში. 1901 წლიდან მუშაობდა თბილისში ქალაქის I საავადმყოფოში. 1908-1938 წლებში იყო საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების, ხოლო 1938 წლიდან ქალაქის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გამგე.
სამეცნიერო და საექიმო საქმიანობასთან ერთად ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას: ქართულ პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებულია მთელი რიგი მისი საბავშვო მოთხრობებისა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბაქრაძე-დედაბრიშვილი მარიამ სიმონის ასული.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 376, თბილისი, 1997
- შენგელია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 241.