შინაარსზე გადასვლა

ლუაპულის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ლუაპულის პროვინცია
ინგლ. Luapula Province
ქვეყანა ზამბიის დროშა ზამბია
ადმ. ცენტრი Mansa
კოორდინატები 11°00′00″ ს. გ. 29°00′00″ ა. გ. / 11.00000° ს. გ. 29.00000° ა. გ. / -11.00000; 29.00000
ფართობი 50 567 კმ²
მოსახლეობა 991 927 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 19,62 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2

ლუაპულის პროვინცია (ინგლ. Luapula Province) — ზამბიის 10 პროვინციიდან ერთ-ერთი, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მანსა. სახელი დაერქვა მდინარე ლუაპულის სახელწოდების მიხედვით.

პროვინციის ფართობი შეადგენს 50 567 კმ²-ს. ლუაპულის ტერიტორია გადაჭიმულია მდინარე ლუაპულის აღმოსავლეთი ნაპირის გასწვრივ ბანგვეულუს ტბიდან მვერუს ტბამდე, ამ ტბების ტერიტორიების ჩათვლით. ესაზღვრება ჩრდილოეთის პროვინციას (აღმოსავლეთით), მუჩინგის პროვინციას (სამხრეთ-აღმოსავლეთით) და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას (დასავლეთით, ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთით).

2010 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 991 927 ადამიანს[1], რომლებიც ძირითადად წარმოადგენენ ბემბას ენაზე მოლაპარაკე ხალხს.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლუაპულის პროვინციის რაიონები

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ლუაპულის პროვინცია დაყოფილია 7 რაიონად:

  • ჩიენგი
  • კავამბვა
  • მანსა
  • მილენგე
  • მვენზე
  • ნჩელენგე
  • სამფია

ლუაპულის პროვინციის მეურნეობის ძირითადი დარგი — თევზჭერაა. ბანგვეულუს და მვერუს ტბებში იჭერენ ზამბიაში მთლიანად გაყიდვადი თევზის 40 %-ს. დიდი თევზის ბაზრები მდებარეობენ ქალაქებში სამფია და ნჩელენგე. პროვინციის მთავარი სატრანსპორტო არტერეაა — ავტომაგისტრალი სამფია—მანსა—კაზემბე-ნჩელენგე. მისი საშუალებით სპილენძი და ვერცხლი საბადოებიდან გადაიზიდება ჯერ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ხოლო შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ავტომაგისტრალზე რეგულარულად დადიან ავტობუს-ექსპრესები. ავტოგზების 615 კმ ასფალტირებულია.