ლოდეინოპოლეს რაიონი
მუნიციპალური რაიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლოდეინოპოლეს რაიონი Лодейнопольский район | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ადმ. ცენტრი | ლოდეინოე-პოლე[1] [2] | ||||
შიდა დაყოფა | Lodeynopolskoye urban settlement[2] , Svirstroyskoye urban settlement[2] , Alyokhovshchinskoye rural settlement[2] , Domozhirovskoye rural settlement[2] და Yanegskoye rural settlement[2] | ||||
კოორდინატები | 60°44′03″ ჩ. გ. 33°32′35″ ა. გ. / 60.73430500° ჩ. გ. 33.54318306° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1 აგვისტო, 1927 | ||||
ფართობი | 4910.9 კმ² | ||||
მოსახლეობა | 30 469 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 6.2 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 81364 | ||||
ოფიციალური საიტი | admlodia.ru | ||||
ლოდეინოპოლეს რაიონი (რუს. Лодейнопольский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ლოდეინოე-პოლე, საიდანაც მომდინარეობს რაიონის სახელიც. რაიონი მოიცავს 2 საქალაქო და 3 სასოფლო დასახლებას. წარმოიქმნა 1927 წლის სექტემბერში. ისტორიულად რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობდა ლოდეინოპოლეს მაზრა. 2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 30 469 ადამიანს შეადგენდა.
ლოდეინოპოლეს რაიონს ჩრდილოეთით — კარელიის რესპუბლიკა, ჩრდილო-აღმოსავლეთით — პოდპოროჟიეს, სამხრეთით — ტიხვინის და სამხრეთ-დასავლეთით — ვოლხოვის რაიონები ესაზღვრება. დასავლეთიდან აკრავს ლადოგის ტბა. რაიონის ფართობია 4910.9 კმ², რაც ლენინგრადის ოლქის საერთო ფართობის 6,60 %-ია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1927 წლამდე, მანამდე სანამ, ლოდეინოპოლეს რაიონი წარმოიქმნებოდა, პეტროგრადის გუბერნიის შემადგენლობაში, არსებობდა ლოდეინოპოლეს მაზრა, რომელიც 1922 წლამდე შედიოდა ოლონეცის გუბერნიის შემადგენლობაში. ლოდეინოპოლეს რაიონი წარმოიქმნა 1927 წელს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე. 1974 წლის 23 ოქტომბრის საოლქო კომიტეტის გადაწყვეტილებით ლოდეინოპოლის რაიონს შეუერთდა დომოჟიროვსკის სოფსაბჭო, რომელიც მანამდე ვოლხოვის რაიონის დაქვემდებარებაში იყო.
2006 წლისს 1 იანვარს რაიონს მიენიჭა მუნიციპალური რაიონის სტატუსი, მის შემადგენლობაში წარმოიქმნა 2 საქალაქო და 3 სასოფლო დასახლება, ქალაქი ლოდეინოე-პოლე რაიონის დაქვემდებარებაში შევიდა, როგორც ცალკეული საქალაქო დასახლება.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაიონის მოსახლეობის დინამიკა:
წელი | მოსახლეობა (ადამიანი) | წყარო | შენიშვნა |
---|---|---|---|
1959 | 34 138[3] | სსრკ-ის 1959 წლის აღწერა | |
1970 | 13 043[4] | სსრკ-ის 1970 წლის აღწერა | ლოდეინოე-პოლეს გარეშე (19 632 ადამ.) |
1979 | 14 249[5] | სსრკ-ის 1979 წლის აღწერა | ლოდეინოე-პოლეს გარეშე (23 214 ადამ.) |
1989 | 13 426[6] | სსრკ-ის 1989 წლის აღწერა | ლოდეინოე-პოლეს გარეშე (26 718 ადამ.) |
2002 | 12 185[7] | რუსეთის 2002 წლის აღწერა | ლოდეინოე-პოლეს გარეშე (22 830 ადამ.) |
2010 | 30 469 | რუსეთის 2010 წლის აღწერა |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლოდეინოპოლეს რაიონის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2021-01-28 საიტზე Wayback Machine.
- ლოდეინოპოლეს რაიონი ლენინგრადის ოლქის საიტზე
- ლენინგრადის ოლქის არქიტექტურული ძეგლები, მოკლეს სია:ლოდეინოპოლეს რაიონი.
- ლოდეინოპოლეს რაიონის ღირსშესანიშნაობები დაარქივებული 2013-07-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Лодейное Поле // Большая советская энциклопедия / под ред. О. Ю. Шмидт — 1 — Москва: Акционерное общество «Советская энциклопедия», 1920.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 http://www.gks.ru/free_doc/2016/oktmo/tom2_oktmo.rar
- ↑ სსრკ-ის 1959 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2013-07-18.
- ↑ სსრკ-ის 1970 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2013-07-18.
- ↑ სსრკ-ის 1979 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2013-07-18.
- ↑ სსრკ-ის 1989 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2013-07-18.
- ↑ რუსეთის 2002 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2013-07-18.