მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიაენე-ვირუმაა (ესტ. Läänemaa ან Lääne maakond) — მაზრა ესტონეთში, მდებარეობს ქვეყნის მატერიკული ნაწილის უკიდურესი დასავლეთით, ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება ბალტიის ზღვა. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ჰააფსალუ. მაზრის შემადგენლობაში შედის 12 მუნიციპალიტეტი: 1 ქალაქი (ჰააფსალუ) და 11 თემი. მაზრის შემადგენლობაშია ასევე კ. ვორმსი. მაზრა მდიდარია რეკრეაციული რესურსებით.
1227 წელს გერმანელთა დაპყრობის შემდეგ ლიაენემაას მაზრა გახდა საარე-ლიაენეს საეპისკოპოსოს ცენტრი და შედიოდა ლივონიის კონფედერაციაში დამოუკიდებელი სამთავროს სახით. ეპისკოპოსის ციხესიმაგრის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი ჰააფსალუში.