მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლესალე — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯგალის თემში (სოფლები: ლეთკანთი, ლეკაკულე, ლესალე, ლეხარჩილე, ჯგალი).[2] მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ჭანისწყლის (ხობისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 250 მეტრზე, წალენჯიხიდან დაშორებულია 8 კილომეტრით, ზუგდიდიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 30 კმ-ით.
ადრე ლესალე სოფელ ჯგალის ერთ-ერთი უბანი იყო. შემორჩენილია XV–XVI საუკუნეების ციხე-დარბაზის ნანგრევები, რომელიც შესაძლოა 1616–1621 წლების ერთ საბუთში მოხსენიებული ჯგალის ციხე იყოს. ჯგალის ციხის მართვა-გამგეობა ქოჩაკიძეთა გარს ჰქონდა ჩაბარებული. 2009 წელს ციხის აღმოსავლეთით, ბორცვზე შემთხვევით აღმოჩნდა დიდი რაოდენობით ბრინჯაოს სხვადასხვა ნივთი: საბრძოლო იარაღი, სამკაულები და ნახევრადძვირფასი ქვების მძივები, რომლებიც ძვ. წ. VI–III საუკუნიდან ახ. წ. II საუკუნით თარიღდება. 2014 წლიდან მიმდინარეობს დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 169 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
226 |
105 |
121
|
2014[1] |
169 |
81 |
88
|
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, , 1983. — გვ. 199.
- ლაზიკის ისტორიული გეოგრაფიიდან: (ლესალეს ციხე) / ვახტანგ ჯაფარიძე // სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები / სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. - თბილისი, 2013-2014. - ISSN 1987-6998. - [ტ.] XI. - გვ. 469-478.