შინაარსზე გადასვლა

ლემე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლემე (პორტ. Leme) — რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთი კვარტალი, მდებარეობს ქალაქის სამხრეთის ზონაში, კოპაკაბანის, ურკისა და ბოტაფოგოს გვერდით. სახელი ეწოდა ახლომდებარე კლდის ფორმაციისგან, რომელიც საჭიან გემს წააგავს.

ყოველი წლის 31 დეკემბერს, ლემედან იწყება ქალღმერთ იემანჟას პატივსაცემი ტრადიციული პროცესია. ასევე, ამავე საღამოს, კოპაკაბანაში გამართული ყოველწლიური საახალწლო ღამის დღესასწაული როგორც წესი ლემესაც მოიცავს.

1959 წლის ფიმლი „შავი ორფეოსი“ ლემეს ერთ-ერთ ფაველაში, მორო-და-ბაბილონიაშია გადაღებული.[1][2]


ლემეს პანორამა
ლემეს პანორამა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლემე&oldid=3741242“-დან