ლელა ალიბეგაშვილი
იერსახე
ლელა ალიბეგაშვილი | |
---|---|
მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი | |
დაბადების სახელი | ლელა ალიბეგაშვილი |
დაბადების თარიღი |
30 ოქტომბერი, 1962 თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
მშობლები | მამა: მამა - როდენ ალიბეგაშვილი, დედა - ნინო გივიშვილი |
ლელა როდენის ასული ალიბეგაშვილი (დ. 30 ოქტომბერი, 1962, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლელა ალიბეგაშვილი დაიბადა 1962 წლის 30 ოქტომბერს, თბილისში.
მშობლები: ნინო გივიშვილი, როდენ ალიბეგაშვილი.
1986 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია ამავე წლიდან. გატაცებულია მუსიკით, კითხვითა და ცეკვით.
მრწამსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბავშვობიდან: ცხოვრებაში ისეც ხდება, რომ მოგიხდება არჩევანი გააკეთო იმას შორის, რაც გსურს და იმას შორის, რაც გჯერა.
- მძულს კანონი, რომელსაც ჰქვია „სიკვდილით დასჯა“, მიყვარს სიკეთე და ისინი, ვინც ამაზე ფიქრობენ.
როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პ. ტრავერსი „მერი პოპინსი“ (ჯეინი) რეჟ. ნანა ხატისკაცი ,
- აკაკი წერეთლის „სამგვარი სიყვარული“ (მათიკო) დადგმის ხელმძღვანელი – რობერტ სტურუა, რეჟ. ლილი ბურბუთაშვილი
- ვლადიმერ სიხარულიძის „გარეუბნის მარტოსახლი“ ( მაგდა), რეჟ. სიხარულიძე,
- მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ (ცვირი)
- ფედერიკო გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილი“ (სარძლო ) რეჟისორები მერაბ სვირავა, ლევან წულაძე
- მიხეილ ჯავახიშვილის „მუსუსი“ (ფეფელო), რეჟ. გიზო ჟორდანია),
- 1994: ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიზმარი“ (ლილიენი), რეჟ. რობერტ სტურუა ლევან წულაძე, ოთარ ეგაძე
- პედრო კალდერონ დე ლა ბარკას „ცხოვრება სიზმარია“ ( ესტელია), რეჟ. რობერტ სტურუა
- 1994: „იაკობის სახარება“ (მონაწილე) – რეჟ. რობერტ სტურუა
- 1995: უილიამ შექსპირის „მაკბეტი“ (ლედი მაკდაფი), რეჟ. რობერტ სტურუა
- 1997: ლაშა თაბუკაშვილის „მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ ( ნია), რეჟ. რობერტ სტურუა, დავით ხინიკაძე
- 2001: უილიამ შექსპირის „როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე“ (ოლივია), რეჟ. რობერტ სტურუა
- 2009: „ვარდნილი სხეულები“ (პრიმო ლევი), რეჟ. ჯონათან ლივაი
- გეორგ ბიუხნერის „ვოიცეკი“ (შპრეხმაისტერი ), რეჟ. ლევან წულაძე
- უილიამ შექსპირის „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“ (ოლივია ), რეჟ. რობერტ სტურუა
- ირაკლი სამსონაძის „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“ (მერი), რეჟისორები რობერტ სტურუა, ანდრო ენუქიძე),
- ფელისიენ მარსოს „კვერცხი“ (გორტენზია), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- ლაშა თაბუკაშვილის „სადღაც, ცისარტყელას მიღმა…“ (ანა ბე), დამდგმელი რეჟ. – რობერტ სტურუა, რეჟ. გურამ ბრეგაძე, დავით ნიკოლაძე)
თეატრი–ფაბრიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტერენს მაკნელი “მარია კალასი. გაკვეთილი” (მარია კალასი), რეჟ. რობერტ სტურუა
- თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე განასახიერა ბედისწერა, უცნობი (,,კარმენი’’).
კინოროლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1984: "ამბავი სურამის ციხისა" დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine. , რეჟისორები: დოდო აბაშიძე, სერგო ფარაჯანოვი
- 1991: მოცეკვავე გოგონა, თხა – "სიბრძნე სიცრუისა" დაარქივებული 2012-03-13 საიტზე Wayback Machine. , რეჟ. ნანა ხატისკაცი
- „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“(დოკუმენტური ფილმი)
- „სიბრძნე სიცრუისა“
პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1994: „სეზონის საუკეთესო სცენური ნაწარმოები“ ლილიენის როლის შესრულებისათვის რუსთაველის თეატრის სპექტაკლში „საშობაო სიზმარი“, რეჟისორი რ. სტურუა
- 1996: გრან-პრი, „ოქროს ნიღაბი“(„მაკბეტი“);
- 1997: პრიზი ქალის როლის (ნია) საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“;
- 1998: პრიზი ქალის როლის (ნია) საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“, რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“.
- 2014: პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის („მარია კალასი. გაკვეთილი“
- 2014: თეატრალური პრემია „დურუჯი“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის („მარია კალასი. გაკვეთილი“)