ლაოსის საგარეო ურთიერთობები
ლაოსის, 1975 წლის დეკემბერში პატეტ ლაოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო ურთიერთოები დასავლეთის სახელმწიფოებისადმი მტრული დამოკიდებულებითა და სოციალისტურ ბანაკთან ახლო ურთიერთობებით გამოირჩეოდა. ლაოსს ახლო კავშირები ჰქონდა საბჭოთა კავშირთან და დიდად იყო დამოკიდებული მასზე საგარეო მხარდაჭერის მხრივ. ლაოსს „სპეციალური ურთიერთობა“ ჰქონდა ვიეტნამთან, რომელთანაც 1977 წელს მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმება დადო, რასაც ჩინეთთან ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვა.
საბჭოთა კავშირის დაშლისა და ვიეტნამის მხრიდან მხარდაჭერის შემცირების შემდეგ ლაოსმა მის რეგიონულ მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესება და საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლა დაიწყო ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით, როგორებიც პაკისტანი, საუდის არაბეთი, ჩინეთი, თურქეთი, ავსტრალია, საფრანგეთი, იაპონია და შვედეთია. აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობები 2004 წელს დამყარდა. 1997 წლის ივლისში ლაოსი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში, ხოლო 1998 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდა. 2005 წელს ლაოსი აღმოსავლეთ აზიის სამიტს დაესწრო.
საერთაშორისო ორგანიზაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლაოსი შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: კულტურული და ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტო, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია, ასეანს თავისუფალი სავაჭრო ზონა, ასეანის რეგიონული ფორუმი, აზიის განვითარების ბანკი, კოლომბოს გეგმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისია, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, ჯგუფი 77, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (მსოფლიო ბანკი), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, წითელი ჯვრისა და წითელი ანხევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ინტერპოლი.
ორმხრივი ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ა���ია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კამბოჯა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კამბოჯის საელჩო ვიენტიანში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო პაქსეში. ლაოსის საელჩო პნომპენში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო ― სტრინგ-ტრენგში.
მალაიზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომუნისტური ბლოკის დაშლის შემდეგ საბჭოთა კავშირს ლაოსის განვითარების მხარდაჭერა აღარ შეეძლო.[1] ამან ლაოსს სხვა ქვეყნებისგან დახმარების ძებნისკენ უბიძგა და ნეიტრალური საგარეო პოლიტიკა აირჩია.[1] ნეიტრალური საგარეო პოლიტიკის ათვისების შემდეგ ლაოსმა მალაიზიასთანაც დაამყარა ურთიერთობები.[1] ლაოსის საელჩო კუალა-ლუმპურში, ხოლო მალაიზიის საელჩო ვიენტიანში მდებარეობს. ორივე სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრია.
2003 წლისთვის ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა ძალიან ცოტა 2.4 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, რომელიც 2004 წელს 2.7 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. 2009 წელს მალაიზიიდან ლაოსში ექსპორტის მაჩვენებელმა 7.4 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია, ხოლო მალაიზიის ინვესტიციების დონემ 150 მილიონ ამერიკულ დოლარი შეადგინა. 2015 წლისთვის მალაიზია ლაოსში მეორე უმსხვილესი ინვესტორია (ვიეტნამის შემდეგ). ინვესტიციები ჯამური რაოდენობა 430 მილიონ ამერიკულ დოლარს უდრის.[2] 2017 წელს მალაიზიამ და ლაოსმა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის საერთო კომიტეტი შექმნეს და მალაიზიურ კომპანიებს ლაოსში ინვესტირებისკენ მოუწოდეს.[3]
პაკისტანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლაოსი პაკისტანში პეკინში მდებარე საელჩოთია წამოდგენილი, ხოლო პაკისტანი ბანგკოკში მდებარე საელჩოთი. ქვეყნებს მეგობრული ურთიერთობები აქვსთ და პოლიტიკის, ეკონომიკისა და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობენ.
ტაილანდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლაოსი და ტაილანდი მეზობელი სახელმწიფოები არიან და ლინგვისტური და კულტურული მსგავსებები აქვთ. ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონს, ისანს, მძლავრი ლაოსური ფესვები აქვს.[4] ისანის მოსახლეობა ტაილანდის მოსახლეობის შეადგენს და ისანის ენაზე საუბრობს, რომელიც ლაოსური ენის დიალექტია.[4] ქვეყნებს შორის დიპლომატია მდინარე მეკონგზეა კონცენტრირებული, რომელიც „ნამდვილი მშვიდობისა და მეგობრობის“ საზღვარს წარმოადგენს.[5]
ტაილანდის საელჩო ვიენტიანში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო ― სავანაქეტში. ლაოსის საელჩო ბანგკოკში, ხოლო გენერალური საკონსულო ქჰონ-კენში მდებარეობს.
თურქეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თურქეთსა და ლაოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დელეგაციის დონეზე 1947 წელს დაიწყო, რომელიც საელჩოს დონემდე 1958 წელს ამაღლდა. 1980-იან წლებში ლაოსსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა,[6] როდესაც აშშ-მა ლაოსს ჰმოგების სოფლებში ქიმიური იარაღის (ყვითელი წვიმა[6]) გამოყენებაში დასდო ბრალი. ურთიერთობები დათბა, როდესაც აშშ-ის სამეცნიერო პერსონალმა ბანგკოკში[6] ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ შეაგროვა. 2015 წელს ლაოსსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2.88 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.[7]
ლაოსი თურქეთში ვენაში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი, ხოლო თურქეთის საელჩო ვიენტიანში მდებარეობს.
იაპონია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაპონიასა და ლაოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1955 წელს დამყარდა.[8] ლაოსის საელჩო ტოკიოში მდებარეობს, ხოლო იაპონიის ვიენტიანში.
სამხრეთი კორეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლაოსსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1974 წლის 22 ივლისს დაიწყ��[9] და მომდევნო წლის 24 ივლისამდე გაგრძელდა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 25 ოქტომბერს აღდგა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Martin Stuart-Fox (28 September 1997). A History of Laos. Cambridge University Press, გვ. 200–. ISBN 978-0-521-59746-3.
- ↑ Ralph Jennings. (3 May 2017) Impoverished Laos Shows Resistance To Becoming A Client State Of China. Forbes. ციტირების თარიღი: 12 May 2017.
- ↑ Opening way for Malaysia-Laos trade. The Star (12 May 2017). ციტირების თარიღი: 12 May 2017.
- ↑ 4.0 4.1 Ward, Oliver (2016-12-03). „"They're so Lao": Explaining the Thai sense of superiority“. ASEAN Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-20. ციტირების თარიღი: 21 January 2017.
- ↑ Brown, MacAlister, and Joseph J. Zasloff. "Relations with Thailand". Laos: a country study (Andrea Matles Savada, ed). Library of Congress Federal Research Division (July 1994).
- ↑ 6.0 6.1 6.2 Robinson, Julian, Jeanne Guillemin, and Matthew Meselson. "Yellow Rain: The Story Collapses," Foreign Policy, No. 68, Fall 1987, pp. 100-17.
- ↑ Turkey-Laos Bilateral Economic and Commercial Relations. Ministry of Foreign Affairs of Turkey.
- ↑ Embassy of Japan in the Lao PDR - The Lao-Japan Public and Private Sectors Joint Dialogues : the Third Meeting. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2022-11-09.
- ↑ Ministry of Foreign Affairs, Republic of Korea-Asia Pacific ko. Mofa.go.kr. ციტირების თარიღი: 2015-08-12