შინაარსზე გადასვლა

კოსტანდინ ერზნკაცი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოსტანდინ ერზნკაცი
დაბადების თარიღი 1250[1]
დაბადების ადგილი ერზინჯანი[1]
გარდაცვალების თარიღი 1314[1] ან 1328[1]
საქმიანობა პოეტი[1] და მუსიკოსი

კოსტანდინ ერზნკაცი, კონსტანტინე ერზინკელი (სომხ. Կոստանդին Երզնկացի; დ. დაახლოებით 1250, ქალაქი ერზინკა, დასავლეთი სომხეთი — გ. XIV საუკუნის I ნახევარი) — სომეხი პოეტი. სწავლობდა ქალაქ ერზინკის ერთ-ერთ მონასტერში. თავისი დროის მოწინავე მოაზროვნე იყო. ლექსებში უმღეროდა გაზაფხულს, მზეს, ქალის სილამაზეს, ღვინოს. მისი რელიგიური ლექსებიც კი ბუნებისა და სიყვარულის ჰიმნია. კოსტანდინ ერზნკაცის ნაწარმოებებში ასახულია სომხეთის საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენები, ზნეობა, სოციალური ეკონომიკური ურთიერთობანი.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական ��անրագիտարան հրատարակչություն, 1974.