კიროვის ძეგლი (დონის როსტოვი)
კიროვის ძეგლი რუს. Памятник Кирову | |
---|---|
მდებარეობა | რუსეთი, დონის როსტოვი |
არქიტექტორი | ვიქტორ ბარინოვი |
მოქანდაკე | ზინოვი ვილენსკი |
მასალა | ბრინჯაო |
გახსნის თარიღი | 1939 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
კიროვის ძეგლი (რუს. Памятник Кирову) — სერგეი კიროვის ძეგლი დონის როსტოვში. დგას პუშკინის ქუჩისა და კიროვის პროსპექტის გადაკვეთაზე. ძეგლი გაიხსნა 1939 წელს. აგებულია ზინოვი ვილენსკისა და ვიქტორ ბარინოვის პროექტის მიხედვით[1]. კიროვის ძეგლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძეგლი შექმნა მოქანდაკე ზინოვი ვილენსკიმ და არქიტექტორმა ვიქტორ ბარინოვმა. ძეგლი, რომელსაც მარჯვენა ხელი მაღლა აქვს აწეული, დგას წითელი გრანიტის კვარცხლბეკზე[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წლის გაზაფხულზე სერგეი კიროვი იმყოფებოდა როსტოვში. ის მონაწილეობდა დონის როსტოვის საბჭოების პირველ ყრილობაში[1].
1939 წლის 30 აპრილს კიროვის ძეგლი საზეიმოდ გაიხ���ნა ხალხმრავალ შეკრებაზე. ძეგლი დაიდგა სკვერში, რომელმაც მიიღო კიროვის სახელწოდება[1]. მანამდე კი ამ სკვერში იდგა მარმარილოს ქვით აგებული კვართის ეკლესია[2], რომელიც აიღეს 1930 წელს. როგორც შემდგომში გაირკვა ძეგლის ასაგებად გამოყენებული იყო სწორედ ეკლესიის ნანგრევებიდან დარჩენილი მარმარილო[3].
მეორე მსოფლიო ომის დროს როსტოვის მცხოვრებლებმა ძეგლი მიწაში ჩაფლეს და ამით დანგრევას გადაარჩინეს, 1945 წელს კი კვლავ აღადგინეს[2].
თავდაპირველად კიროვის ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის დანიშნულების იყო, 1997 წელს კი მას ეს სტატუსი მოეხსნა[4][5]..
2003 წელს კაზაკების საზოგადოებამ „დონის უდიდესი მებრძოლები“ წამოაყენეს წინადადება, რომ სკვერში ეკლესია აღედგინათ და ძეგლი სხვა ადგილას გადაეტანათ. ამ იდეას მხარი დაუჭირა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა და მორწმუნეებმა, ვინაიდან ისინი აღშფოთებულები იყვნენ ძეგლზე არსებული წარწერით „ეშმაკი“. ძეგლის გადატანის წინააღმდეგი მხოლოდ კომუნისტები და როსტოვის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. საბოლოოდ გაიმართა სახალხო ბჭობა და გადაწყვეტილება მიიღეს ძეგლი გადაეტანათ კიროვის პროსპექტის კუთხეში, პუშკინის ქუჩაზე[2].
2005 წლის ოქტომბერში ძეგლი აიღეს, თუმცა იმავე წლის დეკემბერში კვლავ აღადგინეს, მაგრამ ამჯერად სხვა ადგილას[6].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Андрианов В. И., Терещенко А. Г. Памятники Дона. — Ростов-на-Дону: Ростовское книжное издательство, 1981. — С. 98.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Т. Лысенко Кировский сквер как зеркало эволюции Ростова // Вечерний Ростов. — 2005. — № 010-011. — С. 3.
- ↑ Церковь во имя Покрова Пресвятыя Богородицы. Донской временник. ციტირების თარიღი: 2013-08-05.
- ↑ Список памятников истории и культуры, исключаемых из перечня объектов исторического и культурного наследия федерального (общероссийского) значения и рекомендуемых для отнесения к категории памятников истории и культуры местного значения. ostashkov.codis.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-23. ციტირების თარიღი: 2013-08-05.
- ↑ Кировский район. rostov-gorod.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 2013-08-05.
- ↑ Оксана Антипова Третьим будешь? // Ростов Официальный. — 2005. — № 50 (577).