კიევის მოჩვენება
კიევის მოჩვენება | |
---|---|
კუთვნილება | |
ჯარის სახეობა | ავიაცია |
ბრძოლები/ომები |
კიევის მოჩვენება ან კიევის აჩრდილი (უკრ. Привид Києва) — სადავო და დაუზუსტებელი მიგ-29-ის მფრინავი-ასის ზედმეტსახელი, რომელსაც 2022 წლის 24 თებერვალს კიევისათვის ბრძოლაში ექვსი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება მიეწერება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მან 27 თებერვლისთვის 10 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო. მიუხედავად იმისა, რომ მისი რეალურობა ჯერ კიდევ არ დასტურდება, ის უკრაინელი მოსახლეობისთვის დიდი მორალური სტიმულის მომცემი აღმოჩნდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებში სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა საბრძოლო თვითმფრინავების ვიდეოები, სადაც ერთ მფრინავს მიეწერებოდა რამდენიმე რუსული გამანადგურებლის ჩამოგდება.[1] სავარაუდო ან ლეგენდარულმა МіG-29 მფრინავმა, რომელსაც უკრაინულმა საზოგადოებამ „კიევის მოჩვენება“ უწოდა, გავრცელებული ინფორმაციით, რუსების უკრაინაში შემოჭრიდან პირველ 30 საათის განმავლობაში, კიევის ცაზე ექვსი თვითმფრინავი გაანადგურა. ექვსი თვითმფრინავიდან სახელდება, რომ ორი იყო სუ-35, ორი სუ-25, სუ-27 და მიგ-29.[2][3][4] თუ მფრინავი-ასი ნამდვილად არსებობს, ის იქნებოდა XXI საუკუნის პირველი მფრინავი-ასი, ასევე დღის მფრინავი-ასი.[5]
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, თუ ჩამოგდება დადასტურდა, კიევის მოჩვენება შესაძლოა იყოს სამხედრო რეზერვის იმ ათობით გამოცდილი მფრინავებიდან ერთ-ერთი, რომლებიც შეუერთდნენ უკრაინის სამხედრო ძალებს რუსეთის შემოჭრის შემდეგ.[6] ტვიტში ის ასევე მოიხსენიებოდა, როგორც „ცის შურისმაძიებელი“.[7] თუმცა, მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ბრძოლის პირველ დღეს მხოლოდ ექვსი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება დაადასტურა, თუმცა შესაძლოა ყოფილიყო მეტიც.[8]
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ტვიტერში მოიერიშე მფრინავის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ ფოტოზე გამოსახული პიროვნება კიევის მოჩვენება იყო, რომელიც პოროშენკოს თქმით იყო ნამდვილი.[9][10] მოგვიანებით გაირკვა, რომ ფოტო ხელახლა იქნა გამოყენებული თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის პოსტიდან, სადაც ნაჩვენებია მფრინავი, რომელიც ახალ ჩაფხუტს ამოწმებს.[11] მიუხედავად იმისა, რომ კიევის მოჩვენება, შესაძლოა იყოს ქალაქური ლეგენდა, ის უკრაინის მოსახლეობისთვის სტიმულის მომცემი აღმოჩნდა.[12]
27 თებერვალს უკრაინის უშიშროების სამსახურმა Facebook-ის პოსტით დაადასტურა, რომ კიევის მოჩვენებამ 10 თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამჟამად ეს არის ერთადერთი ოფიციალური წყარო კიევის მოჩვენების შესახებ.[13] ამ დროისთვის არცერთ სხვა საინფორმაციო გამოშვებას დამოუკიდებლად ეს განცხადება არ დაუდასტურებია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Miller, Daniel. (February 25, 2022) Who is the 'Ghost of Kyiv'? Tale of Ukrainian fighter pilot trends on social media. ციტირების თარიღი: February 25, 2022
- ↑ The Ghost of Kyiv, Ukraine's urban legend of a hero ace pilot (February 25, 2022). ციტირების თარიღი: February 25, 2022
- ↑ Nelson, David. (February 25, 2022) Ghost of Kyiv: unconfirmed Ukrainian MiG-29 pilot credited with six kills. ციტირების თარიღი: February 25, 2022
- ↑ Ukrainians call unidentified fighter pilot 'Ghost of Kiev' after dogfight videos surface (February 25, 2022). ციტირების თარიღი: February 25, 2022
- ↑ Is ‘Ghost of Kyiv’ real? Ukrainian military tweets on mystery MiG-29 pilot en. ციტირების თარიღი: 2022-02-25
- ↑ 🛩🛩🛩🛩 До строю авіації... - Міністерство оборони України. Ministry of Defence (Ukraine) (February 25, 2022). ციტირების თარიღი: February 25, 2022
- ↑ Ukraine is boosting morale with the urban legend of the Ghost of Kyiv, a mysterious fighter ace (2022-02-25). ციტირების თარიღი: 2022-02-25
- ↑ Van Brugen, Isabel. (February 25, 2022) 'Ghost of Kyiv' Ukraine fighter pilot becomes the stuff of legend. ციტირების თარიღი: February 25, 2022
- ↑ Who is the 'Ghost of Kyiv'? The ace pilot giving hope to Ukrainians (26 February 2022). ციტირების თარიღი: 26 February 2022
- ↑ Former Ukraine president confirms the 'Ghost of Kyiv' is real en (26 February 2022). ციტირების თარიღი: 26 February 2022
- ↑ Fact check: Ukraine's 'Ghost of Kyiv' fighter pilot. Deutsche Welle. ციტირების თარიღი: 1 March 2022
- ↑ 'The Ghost of Kyiv' is the first urban legend of Russia's invasion of Ukraine (25 February 2022). ციტირების თარიღი: 25 February 2022
- ↑ Legendary Ukrainian pilot has already shot down 10 jets (27 February 2022). ციტირების თარიღი: 27 February 2022