კვიპაროზისებრნი
იერსახე
კვიპაროზისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Sequoiadendron giganteum | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Cupressaceae | ||||||||||||||
|
კვიპაროზისებრნი (ლათ. Cupressaceae) — წიწვოვან მცენარეთა ოჯახი. ბუჩქები ან ხეებია. აქვთ ქერქლისებრი ან ნემსისებრი ფოთლები (წიწვები). მამრობითი გირჩა პატარა და მოკლე ყლორტის წვერზე ზის. მწიფე გირჩა გახევებულია, იშვიათად ხორცოვანი და კენკრას წააგავს. მტვრის მარცვლებს არ აქვს საჰაერო პარკი.
ოჯახში თავმოყრილია 20 გვარის 145 სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროში. ბაღებსა და პარკებში მოშენებულია კვიპაროზი, ღვია, ბიოტა და სხვა. მათ მერქანს იყენებენ ავეჯის წარმოებაში, სადურგლო და სახარატო საქმეში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 497.