კეფირი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კეფირი}} |
კეფირი — ძროხის, თხის ან ცხვრის რძისგან რძემჟავური და სპირტის ფერმენტაციით მიღებული სასმელი. ფერმენტაციის განსახორციელებლად გამოიყენება გარკვეული, დაახლოებით ოცი სახეობის „კეფირის“ ბაქტერიები და სოკოები. ერთგვაროვანი, თეთრი ფერის და მჟავე გემოთი. შეიცავს მცირე რაოდენობით ალკოჰოლს და ლაქტოზას - ლაქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებს შეუძლიათ კეფირის გადამუშავება. ალკოჰოლის რაოდენობა მომზადების მეთოდზეა დამოკიდებული. გავრცელებულია უმეტესად პოსტსაბჭო სივრცეში.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვა კეფირი კავკასიური წარმოშობისაა, ადარებენ მსგავსი მნიშვნელობის მეგრულ, ოსურ და ყარაჩაი-ბალყარულ სიტყვებს. ზოგ წყაროში გვხვდება შედარება თურქულ და სპარსულ სიტყვებთან kaf ან kef - „ქაფი, ბუშტები“.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კეფირის გამოგონებას იბრალებენ ყარაჩაელები და ბარყალელები, მის სამშობლოდ „იალბუზის მიდამოები“ ითვლება. კეფირი მზადდებოდა თხის ტყავის ტომრებში, რომლებსაც კართან კიდებდნენ და ერთი, ორი ან სამი ღამის განმავლობაში გარეთ ტოვებდნენ. გამსვლელები დასახმარებლად ტომარას ურტყავდნენ [1]. პირველად მის სარგებელზე ჯანმრთელობისთვის განაცხადა ერთ-ერთმა თბილისელმა ექიმმა კავკასიელ ექიმთა საზოგადოებაში 1867 წელს. [2] შემდგომში დაიწყო კეფირის გავრცელება რუსეთში, შემდეგ საბჭოთა კავშირში და ჩრდილოეთ ევროპაში. სხვა ქვეყნებში კეფირი 21-ე საუკუნის დასაწყისში გავრცელდა. ლათინურ ამერიკაში კეფირი ცნობილია როგორც búlgaros - „ბულგარული სასმელი“.
მომზადების წესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნებისმიერი ძუძუმწოვრის რძეში თავსდება ამჟავებული რძის ზედაპირზე წარმოქმნილი „კეფირის მარცვლები“. ნაზავი ინახება სიბნელეში სინათლის აუტანელი ვიტამინების დასაცავად 12-24 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ფერმენტაციის დროს გადიდებულ და გახლეჩილ მარცვლებს სასმელიდან უჟანგავი მილებით იღებენ. მიღებული პროდუქტი შეიძლება დაილიოს, გამოიყენოს კულინარიაში ან შეინახოს დამატებითი ფერმემტაციისთვის. სიმჟავის გამო არ შეიძლება მისი მეტალში შენახვა. ტაივანში შეძლეს კეფირის ლაბორატორიაში შექმნა - კვლევის შედეგად მას ჩვეულებრივი კეფირის მსგავსი ფიზიკური და ქიმიური თვისებები ჰქონდა.
კულინარიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კულინარიაში ფართოდ გამოიყენება, უმეტესად პოსტსაბჭო სივრცის ქვეყნების სამზარეულოში, ხშირად როგორც რძის ან ნაკლებად ხელმისაევდომი რძის პროდუქტების შემცვლელი ცხობაში, რძის კოქტეილებში, სმუზებში ან წვნიანებში. კეფირის წვნიანები მზადდება მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით რუსეთსა („ოკროშკა“) და ლიეტუვაში, ლიეტუვური კეფირის წვნიანი გავრცელებულია პოლონეთში როგორც chłodnik litewsk - „ლიეტუვური ცივი წვნიანი“. კეფირისგან მზადდება ფერმენტირებული პური.
სარგებელი ჯანმრთელობისთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველად ამჟავებული რძის პროდუქტების შესწავლა მე-19 საუკუნეში დაიწყო. მაშინვე დადგინდა კეფირის სარგებლობა როგორც პრობიოტიკის. კეფირი კარგად მოქმედებს ნაწლავების მიკროფლორაზე, იმუნიტეტზე და ნივთიერებათა ცვლაზე. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კეფირის მოხმარება ეხმარება ლაქტოზის აუტანლობის მქონე პირებს გაიუმჯობესონ ლაქტოზის გადამუშავება. [3]