კახაბერ მჟავანაძე
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კახაბერ მჟავანაძე | ||
დაბადების თარიღი | 2 ოქტომბერი, 1978 | ||
დაბადების ადგილი | ქობულეთი, საქართველო | ||
სიმაღლე | 1.75 მ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | შუქურა ქობულეთი | ||
ნომერი | - | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1994–1996 | შუქურა ქობულეთი | ||
1997–2001 | დინამო ბათუმი | 37 | (1) |
2000 | → შუქურა ქობულეთი (იჯარით) | 18 | (2) |
2001 | სპარტაკი მოსკოვი | 4 | (0) |
2002–2005 | ანჟი მაჰაჩყალა | 137 | (3) |
2006–2008 | ჩერნომორეცი ოდესა | 22 | (0) |
2007 | → ანჟი მაჰაჩყალა (იჯარით) | 8 | (0) |
2008 | → დნესტრი ოვიდიოპოლი (იჯარით) | 22 | (0) |
2009 | დაჩია კიშინიოვი | 8 | (0) |
2009–2011 | ინტერი ბაქო | 35 | (1) |
2015– | შუქურა ქობულეთი | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2004–2006 | საქართველო | 14 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 იანვარი, 2015 |
კახაბერ მჟავანაძე (დ. 2 ოქტომბერი, 1978, ქობულეთი) — ქართველი ფეხბურთელი, ქობულეთის „შუქურას“ მცველი. გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფეხბურთის თამაში დაიწყო ქობულეთის საფეხბურთო სკოლაში. პროფესიონალური კარიერა დაიწყო ამავე ქალაქის საფეხბურთო კლუბ „შუქურაში“, შემდეგ თამაშობდა ბათუმის „დინამოში“. 2001 წელს გადავიდა მოსკოვის „სპარტაკში“, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა ტურნირებში ჩაატარა 6 მატჩი (13 მატჩი დუბლშემადგენლობაში) და გახდა რუსეთის ჩემპიონი. 2002 წელს გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა მაჰაჩყალის „ანჟისთან“, დაღესტნური კლუბის რიგებში 1 სეზონი გაატარა რუსეთის პრემიერ-ლიგაში, დაქვეითების შემდეგ 3 სეზონი პირველ დივიზიონში. 2006 წლის იანვარში გადავიდა უკრაინის პრემიერ-ლიგაში მოასპარეზე ოდესის „ჩერნომორეცში“, 2005-06 წლების სეზონში კლუბთან ერთად დაიკავა მესამე ადგილი ეროვნულ ჩემპიონატში. იჯარის წესით განათხოვრებული იყო რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე „ანჟიში“, შემდეგ კი უკრაინის მეორე დონის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბ „დნესტრში“. 2009 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა კიშინიოვის „დაჩიას“, მას შემდეგ, რაც უარი თქვა „როსტოვის“ შემოთავა��ებაზე. ივლისში გადავიდა ბაქოს „ინტერში“, სადაც 3 ქართველი ფეხბურთელი ირიცხებოდა. 2009-10 წლების სეზონში გახდა აზერბაიჯანის ჩემპიონი. 2011 წლის ივლისში აზერბაიჯანული კლუბი დატოვა, რის შემდეგაც პროფესიონალურ ფეხბურთში არ გამოჩენილა.
2015 წლის იანვარში, 36 წლის ასაკში ფეხბურთს დაუბრუნდა და კარიერას მშობლიური ქალაქის კლუბში აგრძელებს.[1]
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2004 წლის 27 მაისს, ისრაელის წინააღმდეგ.[2] 2004-2006 წლებში ჩატარებული აქვს 14 მატჩი.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დინამო ბათუმი
- საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1): 1998
- სპარტაკი მოსკოვი
- რუსეთის ჩემპიონი (1): 2001
- ინტერი ბაქო
- აზერბაიჯანის ჩემპიონი (1): 2009/2010
- აზერბაიჯანის თასის ფინალისტი (1): 2010/2011
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი National-Football-Teams.com-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ფეხბურთს ქობულეთის "შუქურაში" დაუბრუნდა, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 24 იანვარი, 2015.
- ↑ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, საქართველო 0:1 ისრაელი
|