კარელიის ყელი
იერსახე
კარელიის ყელი — ყელი ფინეთის ყურესა (ბალტიის ზღვა) და ლადოგის ტბას შორის. მდებარეობს რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქში. სამხრეთით ესაზღვრება ნევისპირა დაბლობი. ყელის ჩრდილოეთი ნაწილი უმთავრესად აგებულია გრანიტებითა და გნაისებით, ცენტრალური და სამხრეთი ნაწილები - მყინვარული და ტბიური ნალექებით. განვითარებულია სერული რელიეფი (სიმაღლე დაახლოებით 50 მეტრამდე). სამხრეთ ნაწილში მორენული ბორცვებია. კარელიის ყელს კვეთს წყალუხვი მდინარე ვუოქსა. ბევრია მყინვარული წარმოშობის ტბა. ჭარბობს წიწვოვანი ტყე. განვითარებულია ტურიზმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 403.