კაპეტრონის ბრძოლა
კაპეტრონის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ბიზანტია-სელჩუკების ომების ნაწილი | |||
თარიღი | 10/18 სექტემბერი, 1048 | ||
მდებარეობა | ბასიანი, იბერიის თემი | ||
შედეგი | ბიზანტიის ტაქტიკური, ხოლო სელჩუკთა სტრატეგიული გამარჯვება. | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
|
კაპეტრონის ბრძოლა (თურქ. Pasinler Savaşı, ბასიანის ბრძოლა) — ბიზანტიურ-ქართულ გაერთიანებული ლაშქრის და თურქ-სელჩუკთა ლაშქრის ბრძოლა ბასიანის ველზე, რომელიც 1048 წლის 10/18 სექტემბერს გაიმართა. ბრძოლა იბრაჰიმ ინალის და ყუთლუმიშის ანატოლიაში ექსპედიციის ნაწილია.
ისტორიული მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრძოლას წინ უსწრებდა თურქ-სელჩუკთა მიერ ბიზანტიის სასაზღვრო პროვინციის, იბერიის სამხედრო-ადმინისტრაციული ცენტრის არზრუმის (თეოდოსიპოლი) სრული განადგურება, რომელიც კომერციულ და სავაჭრო ცენტრსაც წარმოადგენდა. იმპერატორმა კონსტანტინე IX-მ სანამ ქართული დამხმარე ნაწილები მოვიდოდნენ, დაცვით სტრატეგიას მიმართა და კლდეკარის ერისთავის ლიპარიტ IV-ის ლაშქარის მოსვლას დაელოდა, რომელსაც ბიზანტიელები საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდნენ.
ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაერთიანებული ბიზანტიურ-ქართული არმია 50,000 მეომარს ითვლიდა და მას აარონი, კატაკალონ კეკავმენოსი და ლიპარიტი სარდლობდნენ. გარკვეული მიზეზების გამო არ არის ახსნილი, თუ რატომ არჩიეს მოკავშირეებმა თურქ-სელჩუკებზე ღამით შეტევა. შესაძლოა თურქები რიცხობრივ უპირატესობაში იმყოფებოდნენ და ცდილობდნენ, რომ ღამე თავდასხმით მოულოდნელობის ეფექტი მოეხდინათ. აარონისა და კეკავმენოსის სარდლობით ბიზანტი��რმა ლაშქარმა ორ ფლანგზე, „მამლის ყივილამდე“ თურქ-სელჩუკთა მოგერიება შეძლო, თუმცა ცენტრში ინალმა ქართველი სარდლის ლიპარიტის შეპყრობა მოახერხა, რის შესახებაც ორმა ბიზანტიელმა სარდალმა არაფერი იცოდა, სანამ ღმერთს გამარჯვებისთვის მადლობა არ შესწირეს. დანაკარგები ორივე მხარეს საკმაოდ დიდი იყო.
შედეგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ იბრაჰიმ ინალს ბიზანტიის ტერიტორიის დატოვება უსაფრთხოდ არ შეეძლო, ის მაინც სავსე იყო ალაფითა და ტყვეებით.[1] იმპერატორმა მოგვიანებით გამოსასყიდი გააგზავნა თურქებთან, რომლებმაც უარი თქვეს მასზე და გაათავისუფლეს ლიპარიტი იმ პირობით, რომ აღარასდროს იბრძოლებდა სელჩუკთა წინააღმდეგ.
ის განადგურება, რაც სელჩუკთა თავდასხმებმა დატოვა იმდენად საზარელი იყო, რომ ბიზანტიელი მაგნატი ევსტატიოს ბოილასი, რომელიც იბერიაში გადაადგილდებოდა 1051/52 წლებში აღწერს, რომ ეს მიწები „შელახული და უმართავი იყო… აქ დამკვიდრდნენ გველები, მორიელები და ველური მხეცები“. არაბი ისტორიკოსის იბნ ალ–ასირის გადმოცემით იბრაჰიმმა 100,000 ტყვე და უამრავი დავლა ათობით ათას აქლემზე აკიდული უკან დააბრუნა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Minorsky, Vladimir [1953] (1977). Studies in Caucasian History. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-05735-3.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Paul A. Blaum (2005). Diplomacy gone to seed: a history of Byzantine foreign relations, A.D. 1047-57. International Journal of Kurdish Studies. (Online version) დაარქივებული 2012-07-08 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links