კავკასიური ციყვი
კავკასიური ციყვი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Sciurus anomalus (Gmelin, 1778) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 20000 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
კავკასიური ციყვი, ანუ სპარსული ციყვი (ლათ. Sciurus anomalus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ციყვისებრთა ოჯახისა. გვხვდება სამხრეთ-დასავლეთ აზიის ზომიერი ��არტყლის ფართოფოთლოვან და შერეულ ტყეებში.[1]
როგორც ცნობილია, ეს სახეობა პირველად 1778 წელს იქნა აღწერილი იოჰან ფრიდრიხ გმელინის მიერ „Systema Naturae“-ის მე-13 გამოცემაში[2] და ეწოდა Sciurus anomalus.[1] მაგრამ, ზოგიერთი ავტორი ამტკიცებს, რომ ეს ნაშრომი რეალურად გამოიცა 1788 წელს[3] და რომ რეალურად პირველად აღწერა იოჰან ანტონ გულდენშტადტმა 1785 წელს.[4][5]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კავკასიური ციყვი პატარა ხის ციყვია. მისი საერთო სიგრძეა 32–36 სმ, კუდის სიგრძე 13-დან 18 სმ-მდე. მასა 250-დან 410 გრამამდე. სხეულის ზედა ნაწილის ფერი დამოკიდებულია ქვესახეობაზე და მერყეობს მონაცრისფრო-ყავისფერიდან ღია რუხამდე, სხეულის ქვედა ნაწილის ფერი — ჟანგიანი ყავისფერიდან მოყვითალომდე, ხოლო კუდისა — ყვითელ-ყავისფერიდან მუქ წითლამდე. კლანჭები შედარებით მოკლეა, ვიდრე სხვა ხის ციყვებისა. მდედრებს აქვთ რვა ან ათი სარძევე ჯირკვალი.[5]
სამუელ გრისვოლდ გუდრიხმა კავკასიური ციყვი აღწერა 1885 წელს: „მისი ფერი მორუხო-ყავისფერია, ხოლო ქვემოთ მოყვითალო-ყავისფერი“.[6]
გავრცელება და ჰაბიტატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კავკასიური ციყვის მშობლიური არიალია სამხრეთ-დასავლეთ აზია. გავრცელებულია თურქეთიდან, იმბროსიდან და ლესბოსიდან ირანამდე (სამხრეთ-დასავლეთით), ისრაელამდე და იორდანიამდე (სამხრეთით).[1] არის ერთ-ერთი ციყვის გვარის ორი სახეობიდან ერთ-ერთი, რომელიც გვხვდება ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე.[4]
სახეობა ძირითადად ცხოვრობს ტყისპირა რაიონებში, სადაც დომინირებს მუხა, ფიჭვი და ფსტა, ზღვის დონიდან აღწევს 2000 მეტრს.[1]
ცნობილია სამი ქვესახეობა:
- S. a. anomalus — თურქეთი და კავკასია;
- S. a. pallescens — ზაგროსის მთები, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთიდან ირანამდე;
- S. a. syriacus[2] — ლიბანი, სირია, ისრაელი და იორდანია
კონსერვაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წელს ჩატარებულმა მოკვლევამ დაადგინა, რომ სახეობა უხვადაა თურქეთში, თუმცა შემცირება შეინიშნება ლევანტის რეგიონში. 1993 წელს ისრაელში ჩატარებული მოკვლევის მიხედვით შესწავლილ ტერიტორიაზე სახეობა გადაშენების საფრთხესთან ახლოს მდგომი იყო.[7] სახეობაზე ნადირობა აკრძალულია ცენტრალური სანადირო კომისიის მიერ, დაცულია ბერნის კონვენციითა და ევროკავშირის ჰაბიტატების დირექტივით.[8]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Yigit, N., Kryštufek, B., Sozen, M., Bukhnikashvili, A. & Shenbrot, G. (2008). "Sciurus anomalus". IUCN Red List of Threatened Species. Version 2008. International Union for Conservation of Nature. Retrieved 6 January 2009.
- ↑ 2.0 2.1 Thorington, R.W., Jr.; Hoffmann, R.S. (2005) „Family Sciuridae“, Mammal Species of the World: a taxonomic and geographic reference, 3rd, The Johns Hopkins University Press, გვ. 754–818. ISBN 978-0-8018-8221-0. OCLC 26158608.
- ↑ 13th edition Systema Naturae. impensis Georg. Emanuel. Beer. ციტირების თარიღი: 17 September 2016.
- ↑ 4.0 4.1 Masseti, Marco (2012). Atlas of Terrestrial Mammals of the Ionian and Aegean Islands. Boston: De Gruyter, გვ. 60–61. ISBN 978-3110254570.
- ↑ 5.0 5.1 Koprowski, J.L.; Gavish, L.; Doumas, S.L. (August 2016). „Sciurus anomalus (Rodentia: Sciuridae)“. Mammalian Species. 48 (934): 48–58. doi:10.1093/mspecies/sew004.
- ↑ Goodrich, Samuel Griswald (1885). Johnson's Natural History. New York: A.J. Johnson & Co., გვ. 372.
- ↑ Yigit, N., Kryštufek, B., Sozen, M., Bukhnikashvili, A. & Shenbrot, G. (2008). "Sciurus anomalus". IUCN Red List of Threatened Species. Version 2008. International Union for Conservation of Nature. Retrieved 6 January 2009.
- ↑ Appendix B1 - Mammal Species Dossier. British Petrolleum (October 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 14 July 2013.