კავკასიური მოცვი
იერსახე
კავკასიური მოცვი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Vaccinium arctostaphylos | ||||||||||||
|
კავკასიური მოცვი, მაღალი მოცვი ( ლათ. Vaccinium arctostaphylos) — ბუჩქი ან ტანდაბალი (2—4 მ), ხე მანანასებრთა ოჯახისა. მოწითა��ო-თეთრი ზარისებრი ყვავილები აქვს. ნაყოფი შავი კენკრაა, იჭმევა.
გავრცელებულია ძირითადად კოლხეთში, ნაკლებად გვხვდება ჩრდილოეთ კავკასიაში, ქართლში, შიგა კახეთში თალიშსა და თურქეთში (მდინარე ჭოროხის აუზი). იზრდება ქვეტყედ ზღვის დონიდან 2200 მ-მდე, მეტწილად წიფლნარში, სოჭნარ-ნაძვნარში, ფიჭვნარსა და სუბალპურ არყნარში, იშვიათად დეკიანში. ფოთოლი შეიცავს 135-მდე ტანიდებს, იყენებენ ტყავის მოსათრიმლად, ჩაის ნაცვლად; ახმობენ კერკად და ხმარობენ კუჭის შემკვრელ საშუალებად, კულტივირებულია ბოტანიკურ ბაღებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 311.