იტალიის გერბი
იტალიის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | 5 მაისი 1948 |
გვირგვინი | მუხის რტო და ზეთისხილის რტო |
დევიზი | „იტალიის რესპუბლიკა იტალ. REPVBBLICA ITALIANA |
იტალიის გერბი — იტალიის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. მიღებულია 1948 წლის 5 მაისს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იტალიის ეროვნული სიმბოლოს იტალიის გერბის მიღების გადაწყვეტილება მიღებული იქნა ალჩიდე დე გასპარის მთავრობის მიერ 1946 წლის ოქტომბერში. გერბის დიზაინი არჩეული იქნა საჯარო კონკურსის გზით, რომლის მთავარი პირობა იყო პოლიტიკური სიმბოლოების აკრძალვა გერბის დიზაინში.
საჯარო კონკურსში გამარჯვებული გახდა რომის ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი. 1948 წლის თებერვალში იტალიის პარლამენტმა მიიღო ახალი გერბი და დაამტკიცა იმავე წლის 5 მაისს იტალიის პრეზიდენტმა ენრიკო დე ნიკოლამ.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბზე გამოსახულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი წითელი კიდეებით, დადებული კბილანა ბორბალზე, რომლის მარჯვნივ დგას ზეთისხილის რტო, ხოლო მარცხნივ მუხის რტო. მწვანე რტოები ერთმანეთზე გადაბმულია წითელი ლენტით, რომელსაც დიდი თეთრი ასოებით გასდევს წარწერა „იტალიის რესპუბლიკა“ (იტალ. REPVBBLICA ITALIANA) .
მნიშვნელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძირითადი ელემენტი — ხუთქიმიანი ვარსკვლავი — იტალიის უძველესი სიმბოლო, რაც ნიშნავს ერის დაცვას ცნობილი, როგორც Stellone d’Italia. ხუთქიმიანი ვარსკვლავი 1890 წლიდან ასევე გამოიყენებოდა იტალიის სამეფოს გერბზე.
კბილანა ბორბალი — ნიშნავს კონსტიტუციის პირველ მუხლს, სადაც ნათქვამია:
„იტალია — დემოკრატიული რესპუბლიკა, დაფუძნებული შრომით.“
- ზეთისხილის რტო — აღნიშნავს მსოფლიოს. როგორც წერია კონსტიტუციის 11 მუხლში:
„იტალია უარყოფს ომს, როგორც აგრესიის ინსტრუმენტს“
- მუხის რტო — ნიშნავს იტალიელი ხალხის ძალას და ღირსებას.
ზეთისხილი და მუხა ერთადა ახასიათებს იტალიის პეიზაჟს.
გერბის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
იტალიის სამეფოს გერბი, 1870 წ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იტალიის რესპუბლიკის გერბი (იტალიური)
- იტალიის გერბის ისტორია Heraldry of the World დაარქივებული 2009-06-03 საიტზე Wayback Machine. (იტალიური)