იტალიის გეოგრაფიული საზოგადოება
იტალიის გეოგრაფიული საზოგადოება | |
---|---|
აბრევიატურა | იგს |
შეიქმნა | 1867 წელი |
ტიპი | სამეცნიერო საზოგადოება |
ენა | იტალიური |
ქვეყანა | იტალია[1] |
http://societageografica.net და http://www.societageografica.it/[1] |
იტალიის გეოგრაფიული საზოგადოება (იტალ. Società geografica italiana) — გეოგრაფიული საზოგადოება იტალიაში. დაარსდა ფლორენციაში მეცნიერ-გეოგრაფთა მიერ კრისტოფორო ნეგრის ხელმძღვანელობით 1867 წელს. 1872 წლიდან საზოგადოების მმართველობა ქალაქ რომში მდებარეობს. საზოგადოების მიზანია გეოგრაფიული ცოდნის გავრცელება და გეოგრაფიული კვლევების ჩატარება; გარდა ამისა, ხელს უწყობს გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებას. აერთიანებს მანდვილ წევრებს, წევრ-კორესპონდენტებს, საპატიო წევრებსა და წევრებს. უცხოელ მეცნიერებს საზოგადოებაში იღებენ საპატიო წევრებისა და წევრ-კორესპონდენტების სახით. 1869 წელს საზოგადოებამ მოაწყო პირველი სადაზვერვო ექსპედიცია აფრიკაში. ამჟამიდელი პრეზიდენტია სერჯო კონტი. აქვს საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა, მუზეუმი და კინოთეკა. აქვს 2 ბეჭდვითი ორგანო: „Bollettino della Societa Geografica Italiana“ და „Memorie della Societa Geografica Italiana“.