შინაარსზე გადასვლა

ირინა ჭიჭინაძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირინა ჭიჭინაძე
დაბადების თარიღი 21 მაისი, 1949
მოქალაქეობა სსრკ, საქართველო
საქმიანობა მსახიობი

ირინა ჭიჭინაძე (დ. 21 მაისი, 1949) — ქართველი მსახიობი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ა. მიქელაძის სახელოსნო) 1971 წელს.

1969-1972 წლებში მუშაობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, 1974-1984 წლებში კი "მეტეხის თეატრში". შეასრულა თამარ შერვაშიძის როლი კონსტანტინე გამსახურდიას რომან "მთვარის მოტაცების" ეკრანიზაციაში 1973. მონაწილეობს ფილმებში: "საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986, დედინაცვალი), "სტუმრები", "სახლი" (დ. ცინცაძე, 1991), "ციხე-სიმაგრე" (დ. ჯანელიძე, 1993), მიხეილ მრევლიშვილის ფილმებში "საწყალი კაცის ამბავი" (1989), "მაწანწალა" (1992).

ქართული კინო, 1896-2011. თბ., 2011. გვ. 215; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ირინა_ჭიჭინაძე“-დან