იპატიევის სახლი
იერსახე
იპატიევის სახლი (რუს. Дом Ипатьева) — სახლი ეკატერინბურგში, რომლის სარდაფშიც 1918 წლის 16-17 ივლისის ღამეს დახვრიტეს რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II რომანოვი და მისი ოჯახის წევრები. სახლი აშენებულა 1880 წელს. 1918 წელს შეიძინა ინჟენერმა იპატიევმა, იმავე წელს მას სახლი წაართვეს სამეფო ოჯახის საცხოვრებლად. საბჭოთა კავშირის დროს აქ ჯერ რამდენიმე კანტორა იყო, შემდეგ კი, 1977 წელს პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით დაანგრიეს. 2003 წელს ამ ადგილას აშენდა ყველა წმინდანის ეკლესია.
ისტორიული დამთხვევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რომანოვების დინასტია დაიწყო კოსტრომის იპატიევის მონასტერში სამეფო დინასტიად კურთხევით და დამთავრდა იპატიევის სახლში დახვრეტით.