შინაარსზე გადასვლა

იკონიის ბრძოლა (1190)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იკონიის ბრძოლა
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი

იკონიუმის ბრძოლა
თარიღი 18 მაისი, 1190
მდებარეობა კონია
შედეგი ჯვაროსნების გადამწყვეტი გამარჯვება
მხარეები
გერმანელი ჯვაროსნები სელჩუკთა სახელმწიფო
მეთაურები
ფრიდრიხ I ბარბაროსა

ფრიდრიხ შვაბიელი

ქილიჩ-არსლან II
ძალები
დაახლ. 100 ათასი დაახლ. 65 ათასი
დანაკარგები
დაახლ. 20 ათასი დაღუპული დაახლ. 45 ათასი დაღუპული

იკონიის ბრძოლამესამე ჯვაროსნული ლაშქრობის ბრძოლა ჯვაროსნებსა და სელჩუკებს შორის, ჯვაროსნებს მეთაურობდა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა, ხოლო სელჩუკთა ჯარს ქილიჩ-არსლან II. გაიმართა 1190 წლის 18 მაისს.

ჰატინის ბრძოლაში და იერუსალიმის ალყის დროს განცდილი კატასტროფის შემდეგ სალადინმა ჯვაროსნულ სახელმწიფოებს ბევრი ტერიტორიები ჩამოართვა. რომის პაპი გრიგოლ VIII მოუწოდებდა მოსახლეობას იერუსალიმის გათავისუფლებისაკენ. მის მოწოდებას ფრიდრიხ I ბარბაროსა გამოეხმაურა. 1189 წელს დაიწყო მზადება ლაშქრობისათვის, მან მოაგროვა 100 000 კაცი, მათ შოის 20 000 რაინდი. მას 2 000 კაცით შეუერთდა უნგრეთის მეფე ბელა III-ის ძმა პრინცი გეზა.

უნგრეთის, სერბეთის, ბულგარეთისა და ბიზანტიის გავლით ფრიდრიხ ბარბაროსას ჯარი ანატოლიაში ჩავიდა. 17 მაისს არმია დაბანაკდა იკონიის გარშემო. 18 მაისს გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა, ჯვაროსნებმა გაიმარჯვეს. სელჩუკების არმია გაიქცა, ქალაქში გერმანელი ჯვაროსნების ძალები შევიდნენ.

  • Tyerman, C.(2006):God's war: a new history of the Crusades
  • Kenneth M. Setton, Robert Lee Wolff, Harry W. Hazard (1962):A History of the Crusades, Volume II: The Later Crusades, 1189–1311