შინაარსზე გადასვლა

ივანე თარბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე თარბა
დაბადების თარიღი 21 მარტი, 1921(1921-03-21)[1]
დაბადების ადგილი ბესლახუბა
გარდაცვალების თარიღი 21 იანვარი, 1994(1994-01-21) (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი სოხუმი
საქმიანობა მწერალი და პოეტი
ენა აფხაზური ენა
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია და პროზა
ჯილდოები ხალხთა მეგობრობის ორდენი, საპ���ტიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი
მეუღლე ეთერ კოღონია

ივანე თარბა (აფხ. Иван Константин-иԥа Ҭарба; დ. 21 მარტი, 1921 — გ. 21 იანვარი, 1994, სოხუმი) — აფხაზი მწერალი. აფხაზეთის ასსრ-ის დ. გულიას სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

დაიბადა 1921 წლის 21 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბესლახუბაში. 1948 წელს დაამთავრა სოხუმის გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1953-54 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი, 1954–1958 წლებში პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი. 1958 წლიდან აფხაზეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე.

ივანე თარბა წერდა ლექსებს, პოემებს და რომანებს. 1949 წლიდან გამოიცა მისი ლექსების და პოემების არაერთი კრებული, მათ შორისაა: „ორი ზღვა“ (1954), „ლექსები და პოემები“ (1960), „აფხაზეთო ჩემო“ (1963), „მთიდან მთამდე“ (1965), „ლექსები“ (1971), „შუადღის გზებზე“ (1972), „სიმღერიდან სიმღერამდე“ (1975). მისი ცნობილი რომანებია „ცნობილი კაცი“ და „მზე ჩვენთან იღვიძებს“.

გარდაიცვალა 1994 წლის 21 იანვარს სოხუმში. დაკრძალულია აფხაზ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Тарба Иван Константинович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969. — Т. 25. — С. 275.