იაკობუს ფაბერი
იაკობუს ფაბერი (ლათ. Jacobus Faber Stapulensis; დ. 1450 — გ. 1536) ან ჟაკ ლეფევრი (ფრანგ. Jacques Lefèvre d'Étaples) — ფრანგი თეოლოგი და ჰუმანისტი იყო, წარმოშობით ეტაპლიდან (აქედან წარმოიშვა Stapulensis), რომელიც თავის მხრივ, პიკარდიაში მდებარეობს. მისი დაბადების თარიღი სადაოა, ზოგს 1440 წელი მიაჩნია, სხვები კი 1455 წელს თვლიან, რა�� უფრო სანდოა. ასწავლიდა პარიზში.
მიუხედავად იმისა, რომ იგი იზიარებდა ზოგიერთ აზრს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო პროტესტანტი რეფორმატორებისთვის, ის მაინც მთელი ცხოვრების განმავლობაში რომაელ კათოლიკედ დარჩა და ყოველგვარი ხმაურის გარეშე მოახერხა გარდაექმნა რომაული ეკლესია, მისგან განცალკევების გარეშე. მისი რამაოდენიმე წიგნი ერეტიკულად შერაცხეს და ამიტომ მან რამდენიმე ხანი გადასახლებაში დაჰყო. მაგრამ რატომღაც ის საფრანგეთის მეფის, ფრანსუა I-ის ფავორიტად რჩებოდა და მისი მფარველობითაც ხშირად სარგებლობდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Barnaud, Jean (1900) Jacques Lefèvre d'Étaples: son influence sur les origines de la réformation française. Cahors: Coueslant