შინაარსზე გადასვლა

იაკობი (იაკობიშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იაკობი (მეუფე))
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მთავარეპისკოპოსი
იაკობი (იაკობიშვილი)
დროშა
დროშა
ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: თსუ
დაბადების სახელი: კონსტანტინე უსუფის ძე იაკობიშვილი
დაბადება: 1 მარტი, 1962 (1962-03-01) (62 წლის)
თბილისი
ბერად აღკვეცა: 2003 წლის 15 მარტი
დიაკვნად კურთხევა: 2003 წლის 4 დეკემბერი
მღვდლად კურთხევა: 2004 წლის 22 თებერვალი
ეპისკოპოსად კურთხევა: 2010 წლის 9 მაისი
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 2019 წლის 9 ივნისი

მთავარეპისკოპოსი იაკობი (ერისკაცობაში — კონსტანტინე უსუფის ძე იაკობიშვილი; დ. 1 მარტი, 1962, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი[1]. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თბილისის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. ანგელოზის დღე — 5 ნოემბერი (მოციქულ იაკობის ხსენება); კათედრა ბოდბეში, რეზიდენცია ბოდბესა და სიღნაღში.

1979 წელს დაამთავრა ქ. თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. ამავე წელს ჩააბარა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე[2]. 2003 წლის 15 მარტიბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელად იაკობი; 2010 წლის 7 მაისიწმინდა სინოდმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში მოღვაწე არქიმანდრიტი იაკობი გამოირჩია ცურტაველ ეპისკოპოსად და ქორეპისკოპოსად;[3] 2010 წლის 9 მაისი, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესიმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავრების თანამწირველობით, ეპისკოპოსად აკურთხა; 2010 წლის ოქტომბერში მეუფე იაკობი დაინიშნა პატრიარქის სრულუფლებიან წარმომადგენლად საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში; 2010 წლის 21 დეკემბერი – ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად.[4]. 2013 წლიდან ბოდბელი ეპისკოპოსია[5].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]