თეოდორიხ I (ვესტგუთი)
თეოდორიხ I (ლათ. Theodoricus, Theuderedus, Theodoris, Theodoras) (გ. 451) — ვესტგუთების მეფე. ქვეყანას მართავდა 419–451 წლებში. შვილი ან უფრო მეტად შესაძლებელია სიძე, ალარიხ I-ისა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი შვილი თეოდორიხ II ცნობილია, როგორც ალარიხის შვილიშვილი. ვალიას სიკვდილის შემდეგ თეოდორიხი მეფედ აირჩიეს გუთების საერთო კრებაზე. მას ისტორიკოსები ახასიათებენ როგორც, ფრთხილ და ჭკვიან მმარეთველს. ალბათ სწორედ ამაზე მიუთითებს მისი ხანგრძლივი მეფობაც. მისი მეფობის შემდეგ არ მოგვეპოვება ცნობები მეფეთა არჩევის შესახებ, სავარაუდოა, რომ მან ეს საქმეც მოაგვარა და მეფობა მემკვიდრეობითი გახადა, ამ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტი, რომ მის შემდეგ ზედიზედ მეფობდა მისი 3 შვილი.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეოდორიხის მეუღლის სახელი არაა ცნობილი. ცნობილია ის რომ მათ ჰყავდათ 6 ბიჭი:
- თორისმონდი
- თეოდორიხ II
- ფრიდერიხი
- ევრიხი
- რეტემერი (რიკიმერი)
- ხიმნერითი
გარდა ბიჭებისა ცნობილია ასევე, რომ თეოდორიხს ჰყავდა 2 გოგო:
- ხუნერიხი, რომელიც ცოლად გაჰყვა ვანდალების მეფეს გეიზერიხს.
- და მეორე 449 წელს გახდა სვებების მეფის რეხიარის ცოლი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იორდანი. გუთების წარმომავლობა. საიტზე აღმოსავლური ლიტერატურა
- ისიდორე სევილიელი. გუთების ისტორია. საიტზე აღმოსავლური ლიტერატურა
- ვესტგუთების მეფეთა ქრონიკა. საიტზე აღმოსავლური ლიტერატურა
წინამორბედი: ვალია |
ვესტგუთების მეფე 419 - 451 |
შემდეგი: თორისმონდი |