შინაარსზე გადასვლა

თეიმურაზ გიგაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიგაური.

თეიმურაზ (თენგიზ) ლევანის ძე გიგაური (დ. 2 ივლისი, 1933, თბილისი — გ. 12 ივლისი, 2009) — ქართველი მოქანდაკე. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1972).

1960 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ნიკოლოზ კანდელაკის კლასი). 1961-იდან იქვე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1958-იდან. გიგაური წარმატებით მუშაობს ჭედური ხელოვნების, მინის მხატვრული დამუშავების, კერამიკისა და წიგნის გაფორმების დარგში. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: ვახტანგ I გორგასლის ძეგლი (1958, პრემირებულია ძეგლისათვის გამართულ კონკურსში), თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ „სამასი არაგველის“ პანო (ჭედურობა, სპილენძი, 1967, გივი გიგაურთან ერთად), „გამარჯვება“ (ბრინჯაო, 1975, ქანდაკების მუზეუმი, კაუნასი), „სვანის პორტრეტი“ (ტონირებული თაბაშირი, 1982), "ეს არ უნდა განმეორდეს!" (ბრინჯაო, 1985), "ირემი" (1962, კერამიკა), სერვიზი (მინა, 1962), „ქალის ტორსი“(ბროლი, 1964). გააფორმა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი (1966), შალვა ამისულაშვილის "ბალადა" და სხვა.