შინაარსზე გადასვლა

თარგი:დღის მოვლენები:02-17

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორდანო ბრუნო
ჯორდანო ბრუნო
  • 1600 : ჰელიოცენტრიზმისა და სამყაროს უსასრულობის მქადაგებელი იტალიელი ფილოსოფოსი ჯორდანო ბრუნო (სურათზე) რომაულმა ინკვიზიციამ ერეტიკოსობის ბრალდებით კოცონზე დაწვა.
  • 1904 : იტალიელი კომპოზიტორი ჯაკომო პუჩინისMadama Butterfly“ პრემიერაზე ლა სკალაში, მილანი, კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს, რის გამოც მას ოპერის გადაწერა მოუხდა.
  • 1947 : რადიოსადგურმა ამერიკის ხმამ სსრკ-ის ტერიტორიაზე გადაცემათა ტრანსლაცია დაიწყო.
  • 1979 : ჩინეთის არმია ვიეტნამში შეიჭრა. დაიწყო ჩინეთ-ვიეტნამის ომი.
  • 1996 : პენსილვანიის ქალაქ ფილადელფიაში მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი საჭადრაკო მატჩში ამარცხებს სუპერკომპიუტერ „დიპ-ბლუს“ (Deep Blue).
  • 2003 : ლონდონის საავტომობილო საცობების გადასახადი ძალაში შევიდა .
  • 2008 : კოსოვო სერბეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.