თამაზ ბოხუა
თამაზ ბოხუა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 ივლისი, 1937[1] |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო[1] |
გარდ. თარიღი | 10 აპრილი, 2001[1] (63 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | მეცნიერი და ინჟინერი |
თამაზ ბოხუა (დ. 14 ივლისი, 1937, თბილისი — გ. 10 აპრილი, 2001) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს; 1962-1965 წლებში იყო ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი "სამშენებლო მექანიკისა და დრეკადობის თეორიის" სპეციალობით. 1966-1978 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978-1986 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე; 1986 წლიდან - თბილჰიდროპროექტში, სადაც 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა პერსპექტიული დაგეგმარების განყოფილებას. მისი ნაშრომები უმთავრესად მიძღვნილია თაღოვანი კაშხალების სიმტკიცისა და საიმედოობის საკითხებისადმი; მან შეიმუშავა და დანერგა თაღოვანი კაშხალების საიმედოობის შეფასების მეთოდი სეისმური ზემოქმედების გათვალისწინებით, რომელიც დაფუძნებულია გარსთა თეორიის სტოქასტიკურ სასაზღვრო ამოცანის ამოხსნის ბუბნოვ-გალიორკინის მეთოდზე. მოღვაწეობდა სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის ჟანრში. [2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველო: ენციკლოპედია: ტ. I. თბ., 1997, გვ. 476; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე, თბ., 2016. გვ. 192-193