მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზღვისპირა ლურჯი ნარი (ლათ. Eryngium maritimum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. ლეგა ფერისაა. ღერო სიმაღლეში 20–50 სმ-ია, თითქმის ძირიდანვე გაფარჩხულ-დატოტვილია. აქვს ტყავისებური ფოთლები, ნათლად გამოსახული ძარღვებით, კიდეებზე მსხვილეკლებიანი, მომრგვალოგულისებური ან თირკმლისებური. თავაკები დიდი ზომისაა, სფეროსებური. საბურველის ფოთოლაკები – 5, ფართორომბისებრი. თანაყვავილები სადგისისებურია, წვერზე 3 წვეტით. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივლის-სექტემბერში. გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში. საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, სამეგრელოსა და აჭარაში. იზრდება ზღვისპირა სილნარებზე.[1]