შინაარსზე გადასვლა

ზარდლაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზარდლაში
სვან. ზა̄რდლა̈შ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი მულახი
კოორდინატები 43°03′14″ ჩ. გ. 42°47′00″ ა. გ. / 43.05389° ჩ. გ. 42.78333° ა. გ. / 43.05389; 42.78333
ცენტრის სიმაღლე 1700
მოსახლეობა 10[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზარდლაში — საქართველო
ზარდლაში
ზარდლაში — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ზარდლაში

ზარდლაში[2][3] (სვან. ზა̄რდლა̈შ) — სოფელი საქართველოში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), მესტიის მუნიციპალიტეტში (მულახის ადმინისტრაციული ერთეული).[4]

მდებარეობს გვალდის ქედის (სვანეთის კავკასიონის განშტოება) სამხრეთ კალთაზე, მდ. მულხრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1700 მ-ზე, მესტიიდან 12 კმ-ის დაშორებით.

ზარდლაში ზემო სვანეთის ისტორიული თემის — მულახის ნაწილია. ზარდლაში და მიმდებარე ღობრი ერთ სოფლად ითვლებოდა. სოფელში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან აღსანიშნავია: მთავარანგელოზის ეკლესია „თარინგზელ“, ჩანგაზ-დადვანის კოშკი, ვალო დადვანის დარბაზ-მაჩუბი და კოშკი, ოთარ გაბლიანის სახლის კომპლექსი. სოფლის განაპირა მხარეს, სასაფლაოს ტერიტორიაზე დგას წმ. ბარბარეს („ბარბალ“) მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც ძველი ეკლესიის ნანგრევზე XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 10 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 7 4 3
2014[1] 10 5 5
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 311.
  • ყენია რ., ალადაშვილი ნ. ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება): გზამკვლევი, თბ., 2000. — გვ.67.
  • თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, კრებ. „დაბრუნება“, ტ. 2, თბ., 1991.