შინაარსზე გადასვლა

ზანგეზურის დერეფანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანი და თურქეთი ახორციელებენ „ზანგეზურის დერეფნის“ კონცეფციის პოპულარიზაციას, რომლის განხორციელების შემთხვევაში აზე��ბაიჯანი ნახჩევანს სომხეთის სიუნიქის პროვინციის გავლით დაუკავშირდება.

ზანგეზურის დერეფანი (სომხ. Զանգեզուրի միջանցք; აზერ. Zəngəzur dəhlizi) — სატრანსპორტო დერეფნის კონცეფცია[1][2], რომელიც განხორციელების შემთხვევაში, აზერბაიჯანს დაუბრკოლებელ წვდომას მისცემს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. ტრანსპორტირება მოხდება სომხური საგუშაგოების გარეშე,[3][4] სომხეთის სიუნიქის პროვინციის გავლით[5] და ფართო გაგებით გეოპოლიტიკური დერეფნის როლს შეასრულებს,[6] რომელიც დააკავშირებს თურქეთს დანარჩენ თურქულენოვან სამყაროსთან და ამით „გააერთიანებს მას“.[7][8] კონცეფცია არ იყო 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი, ის გეოპოლიტიკურ ლექსიკაში ილჰამ ალიევმა მოგვიანებით გამოიყენა.[9] მას შემდეგ აზერბაიჯანი და თურქეთი მხარს უჭერდნენ ამ ინიციატივას,[10] სომხეთი კი სტაბილურად აპროტესტებდა მას და ამტკიცებდა, რომ „დერეფნის ლოგიკა“ გადაუხვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და რომ ეს პროპაგანდის ფორმაა.[11]

ისტორიული კონტექსტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზანგეზური ეწოდებოდა მაზრას, რომელიც შეიქმნა რუსეთის იმპერიის მიერ 1868 წელს, შედიოდა ელიზავეტპოლის გუბერნიის შემადგენლობაში. მოიცავდა მათ შორის დღევანდელი სომხეთის სამხრეთ ნაწილს.[12] სიუნიქი, სომხური სახელწოდება (ქართ. სივნიეთი), უფრო ძველი ტერმინია, რომელიც თარიღდება ანტიკური ხანით (იხ. სიუნიქი). 1918-1920 წლებში რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ სიუნიქის/ზანგეზურის ტერიტორია სადავო გახდა სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველ რესპუბლიკებს შორის. 1919 წლის იანვარში ბრიტანეთმა დაამტკიცა აზერბაიჯანის იურისდიქცია ამ ტერიტორიაზე,[12] მაგრამ სომხურმა წინააღმდეგობამ გაუძლო სამხედრო ზეწოლას და გასტანა მანამ, სანამ ორივე რესპუბლიკა არ გაერთიანდა საბჭოთა კავშირში.

პანთურქისტული დღის წესრიგი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აზერბაიჯანი და თურქეთი ხელს უწყობენ „ზანგეზურის დერეფნის“ ხედვას, როგორც „თურქული სამყაროს გაერთიანების“ საშუალებას [13]

2021 წლის 27 ოქტომბერს ზანგილანში ერდოღანის სტუმრობისას ალიევმა თქვა, რომ „დერეფანი, რომელიც აქ გაივლის, მთელ თურქულ სამყაროს გააერთიანებს“. [14] მან ეს გაიმეორა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის წარმომადგენლების 2021 წლის 12 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზეც და დასძინა, რომ დერეფანი თურქულენოვანი სახელმწიფოებისთვის ევროპასთან დამაკავშირებელი კვანძი გახდება.[15]

ირანული წარმოშობის ამერიკელი პოლიტოლოგის, შირინ ჰანტერის თქმით, თურქეთი დიდი ხანია ცდილობს აზერბაიჯანთან პირდაპირი წვდომის დამყარებას სომხეთ-ირანის სახმელეთო კავშირის მოსპობის გზით.[16] ჰანტერი განმარტავს, რომ „თურქეთს დიდი ხანია სურდა ჰქონოდა სახმელეთო გზა აზერბაიჯანისაკენ და იქიდან ჩრდილოეთ ირანისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით“. [16] მან დასძინა: „თუ თურქეთი გადაწყვეტს გააძლიეროს თავისი დიდი ხნის ამბიცია, შექმნას პირდაპირი კავშირი აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ირან-სომხეთის კავშირის მოსპობის გზით, მაშინ გაიზრდება ესკალაციის რისკიც“.[16]

რუსეთის ინტერესები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრები ჯავად ჰეირან-ნია და მაჰმუდ მონშიპური თვლიან, რომ რუსეთი მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე წვდომის გაძლიერებას სავარაუდო ზანგეზურის დერეფნის გავლით. ჰეირან-ნიასა და მონშიპურის თქმით, ეს აღასრულებს რუსეთის მიზანს — დომინირებდეს საკომუნიკაციო მარშრუტებზე, რომლებიც გადაჭიმულია დაღესტანიდან ზანგეზურამდე და ასევე ნახიჩევან-სომხეთის საზღვრიდან სომხეთ-თურქეთის საზღვრამდე. ჰეირან-ნიას და მონშიპურის აზრით, რუსეთი აზერბაიჯანისა თურქეთის მსგავსად იხეირებს, თუკი ზანგეზურის დერეფანი შედგება. ამრიგად, ზანგეზურის დერეფნის განხორციელება იქნება მოსკოვის იმ გრძელვადიანი გეგმების ნაწილი, რომლებიც მიზნად ისახავს ხელსაყრელი ალიანსების შექმნას რეგიონში მისი გავლენის უზრუნველსაყოფად, ასევე ნატოს პოტენციური შეჭრისათვის მიუწვდომელ ადგილებში გავლენის განსამტკიცებლად.

  1. Azerbaijan Embarks on Construction of Nakhchivan Railway (Part Two). ციტირების თარიღი: 17 October 2021
  2. The 'Zangezur Corridor' is a geo-economic revolution. ციტირების თარიღი: 17 October 2021
  3. „Fikir ayrılığı: 'Dəhliz' ilə 'nəqliyyat əlaqəsi'nin fərqi“ [Disagreement: Difference between 'corridor' and 'transport link']. Azadlıq Radiosu (აზერბაიჯანული). 19 November 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 November 2021. ციტირების თარიღი: 2021-11-19.
  4. In the South Caucasus, Can New Trade Routes Help Overcome a History of Conflict?. ციტირების თარიღი: 30 December 2021
  5. „Южные ворота Карабаха. Что происходит в Гадруте после войны“. РИА Новости. 23 May 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 May 2021. ციტირების თარიღი: 24 May 2021.
  6. The Meghri Corridor: A Viable Transport Link or Geopolitical Noose?. ციტირების თარიღი: 17 October 2021
  7. Սարգսյան, Տաթևիկ (27 October 2021). "Օր կգա, երբ մենք Զանգեզուրից կկարողանանք հասնել մինչև Ստամբուլ". Էրդողան“ ["A day will come when we will be able to reach Istanbul from Zangezur." – Erdogan]. «Ազատ Եվրոպա/Ազատություն» Ռադիոկայան. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 October 2021. ციტირების თარიღი: 28 October 2021.
  8. Ilham Aliyev: Zangezur Corridor will unite the entire Turkic world. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2021. ციტირების თარიღი: 13 November 2021
  9. „Azerbaijan announces construction of second road of "Zangezur corridor" in occupied Shushi“. News.am. August 6, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 November 2021. ციტირების თარიღი: October 16, 2021.
  10. „In Karabakh, Turkish and Azerbaijani leaders cement alliance“. Eurasianet. 16 June 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 June 2021. ციტირების თარიღი: 16 June 2021.
  11. „Armenian-Azerbaijani border crisis: latest developments“. Caucasus Watch. 2021-05-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 November 2021. ციტირების თარიღი: 2021-10-16.
  12. 12.0 12.1 Perspectives | Augmented Azerbaijan? The return of Azerbaijani irredentism | Eurasianet. ციტირების თარიღი: 2023-01-25
  13. Սարգսյան, Տաթևիկ (27 October 2021). "Օր կգա, երբ մենք Զանգեզուրից կկարողանանք հասնել մինչև Ստամբուլ". Էրդողան“ ["A day will come when we will be able to reach Istanbul from Zangezur." – Erdogan]. «Ազատ Եվրոպա/Ազատություն» Ռադիոկայան. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 October 2021. ციტირების თარიღი: 28 October 2021.
  14. Սարգսյան, Տաթևիկ (27 October 2021). "Օր կգա, երբ մենք Զանգեզուրից կկարողանանք հասնել մինչև Ստամբուլ". Էրդողան“ ["A day will come when we will be able to reach Istanbul from Zangezur." – Erdogan]. «Ազատ Եվրոպա/Ազատություն» Ռադիոկայան. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 October 2021. ციტირების თარიღი: 28 October 2021.
  15. "Ilham Aliyev: Zangezur Corridor will unite the entire Turkic world" დაარქივებული 2021-11-13 საიტზე Wayback Machine. .
  16. 16.0 16.1 16.2 Iran-Azerbaijan: What is behind the recent tensions? (9 October 2021). ციტირების თარიღი: 8 November 2021