ვანგელია
ვანგელია | |
---|---|
პოსტერი | |
ჟანრი | ბიოგრაფია, დრამა, მისტიკა |
სცენარი | ვლადიმერ სოტნიკოვი |
რეჟისორი | სერგეი ბორჩუკოვი |
მონაწილეობენ | ელენა იაკოვლენა, ირინა რახმანოვა, ნატალია ნიკოლაევა, დარია ოტროშკო, კრისტინა პაკარინა |
კომპოზიტორ(ებ)ი | ევგენი კადიმსკი, სერგეი მოროზოვი, ლუდმილა მოროზოვი. |
ქვეყანა | რუსეთი |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი | ანატოლი ჩიჟიკოვი, სერგეი კულიკოვი |
ოპერატორი | ვადიმ გომერბახი |
ხანგრძლივობა | 50 წთ. |
კომპანია | New Wave Production, Фаворит-Фильм, Film.ua |
ეთერი | |
ორიგინალური არხი |
Первый канал Интер ВТВ БНТ მაესტრო |
პირველად ეთერში | 2013, 18 სექტემბერი |
საიტი |
„ვანგელია“ (რუს. Вангелия) — 12 სერიანი რუსული ბიოგრაფიული ტელესერიალი მისტიკის ელემენტებით, გადაღებულია 2013 წელს კინოკომპანია „New Wave Production“-ის, „Фаворит-Фильм“-სა და „Film.ua“-ს მიერ „Первый канал“-ს დაკვეთით.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმი აგებულია ხანშიშესული ვანგას გულწრფელ ისტორიებზე მისი წარსული ცხოვრების უცნობ ეპიზოდებზე, რომელიც ყველასთვის უცნობია. ვანგამ მის სახლთან შეკრებილი ბრბოდან, რომელთა შორის უამრავი ჟურნალისტი იყო ინტერვიუსთვის აირჩია ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი რუსი ალისა ვარეჟკინა. კერძოდ ვანგელიამ ალისას გაუზიარა მოგონებებით, მის შეხვედრებს ცნობილ რუსს სახელმწიფო ლიდერებთან, ისეთები როგორებიცაა ბორის ელცინი, რომლის სახელითაც ვანგასთან საიდუმლოდ ჩავიდა სერგეი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტის სპეც-მდივანი. კითხვით ელცინის მოგების შანსებზე საპრეზიდენტო არჩევნებზე 1996 წელს, ასევე ყალმუხეთის პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი, რომელიც ჩასული იყო ნათელმხილველთან რჩევის საკითხავად, თუ სად იქნებოდა უკეთესი ნავთობ ქარხნის აშენება. სხვათა შორის, სერგეი მედვედევმა და კირსან ილუმჟინოვმა სერიალში თავად ითამაშეს თავისი როლები.
ნათელმხილველის ბედი სავსე იყო დრამატული თავისებული მოვლენებით. ვანგელია გუშტეროვა (დმიტროვა), დაიბადა 1911 წლისს 31 იანვარს ჩვეულებრივი გოგო. მისი დედა ადრე გარდაიცვალა ვანგა მხოლოდ 3 წლის იყო, სანამ მამამისიპიველი მსოფლიო ომიდან დაბრუნდებოდა, მანამდე ვანგა მეზობელთან ცხოვრობდა. მამა ხელახლა დაქორწინდა და ოჯახი გადავიდა ნოვი-სელოში (მაკედონია), საიდანაც მამამისი იყო წარმოშობით. სწორედ იქ მოხდა ტრაგედია — უეცრად დაბრმავდა 12 წლის ასაკში, გოგონა ტორნადომ წაიღო და მისი თვალები ქვიშით აივსო. ოჯახი ღარიბი იყო, მათ მკურნალობისთვის საჭირო სახსრები არ ჰქონდათ, ამიტომ გოგონა საბოლოოდ დაბრმავდა. 1925 წლიდან ვანგა მთელი სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა უსინათლოთა ინტერნატში ცხოვრობდა. სადაც გაიცნო ვასილცოვა (ნეზნამოვა), რომელთანაც დიდი ხნის მანძილზე მეგობრობდა, ეხმარებოდა მას ცხოვრების რთულ სიტუაციებში თავისი წინასწარმეტყველებებით და რჩევებით. ოლღას რთული ბედის შესახებ უკვე ხანშიშესული ვანგა უყვებოდა მომავალ ჟურნალისტ ალისა ვარეჟკინას.
1942 წელს ვანგა ცოლად გაჰყვა მიტკო გუშტეროვას, მათ შვილები არ ჰყოლიათ. მალე მიტკო ომში წავიდა, ვანგამ გააფრთხილა,რომ მორიდებოდა წყალს, მოსალ��დნელი შესაძლო დაავადების გამო. მისი წინასწარმეტყველება ახდა... მომდევნო ომის შემდეგ მისი ორგანიზმი, მძიმედ ძალაგამოცლილი და სიცხისგან დატანჯული იყო, მიტკო არ დაემორჩილა ცოლის რჩევას და დალია დაბინძურებული წყალსატევიდან წყალი. შედეგად, სახლში დაბრუნდა მწვავე ინფექციური დაავადებით, რისგანაც დიდხანს მკურნალობდა, მოგვიანებით, მრავალი წლის განმავლობაში აწუხებდა ალკოჰოლიზმი. გარდაიცვალა 1962 წელს.
ბულგარეთის მეფე ბორის III, რომელმაც ნათელმხილველი 1943 წელს მოინახულა, მას უწინასწამეტყველა სიკვდილი ნახევარ წელიწადში,და ის, რომ მისი სასახლის თავზე წითელი დროშა აფრიალდება.
დიდება ვანგასთან მეორე მსოფლიო ომის დროს მოვიდა, როდესთან მასთან უგზოუკლოდ დაკარგულთა ნათესავები მიდიოდნენ დასახმარებლად, ვანგა თავისი განჭვრეტის ნიჭის მეშვეობით, განსაზღვრავდა ცოცხლები იყვნენ თუ არა, სად არიან ან სად არის მათი საფლავები. მისი დისშვილის თქმით წინასწარმეტყველს ესაუბრებოდა მიცვალებულთა სულებს. ვანგას შეეძლო ეწინასწარმეტყველა ბედი და განესაზღვრა დაავადება.
ეკლესიამ არ აღიარა ვანგას შესაძლებლობა, იგი ჯადოქრობაში დაადანაშაულა, შერაცხა როგორც „კუდიანი“. ადგილობრივი მღვდლის გარდაცვალების, შემდეგ ახალმა მღვდელმა, მამა იონმა, განდევნა ეკლესიიდა და აუკრძალა სიარული, ადგილობრივი მოსახლეობა განაწყო მის წინააღმდეგ. ვანგა დარწმუნებული იყო, რომ აესებობს დაბადების და გარდაცვალების რიცხვები, მაგრამ იგი ცდილობდა არავისთვის ეთქვა მათი გარდაცვალების დრო, არამედ მიუთითებდა, თუ რის მიმართ უნდა ყოფილიყვნენ ფრთხილად. მან იწინასწარმეტყველა სტალინის გარდაცვალების თარიღი რის გამოც იჯდა ციხეში. დროთა განმავლობაში ვანგამ მოიპოვა მსოფლიო აღიარება. მის სახლთან ხალხის რიგი იდგა, დიდი ხნის მანძილზე ვანგა ხალხს უფასოდ იღებდა, თავის წინასწარმეტყველებებში იღებდა მხოლოდ მოკრძალებულ საჩუქრებს. ხოლო 1967 წლიდან იგი გაფორმდა როგორც საჯარო მოხელე — ამ მომენტიდან მასთან ვიზიტი ფასიანი გახდა.
რჩევისთვის მასთან ჩადიოდნენ პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ხელოვანები — მილიონზე მეტი ადამიანი მთელი მსოფლიოდან. მასთან მიდიოდნენ როგორც ძალაუფლობის მქონე ასევე ჩვეულებრივი ადამიანები, იგი ყველას მკითხაობდა.
უსინათლო ნათელმხილველი ვანგა გარდაიცვალა 1996 წელს, როგორც თვითონ იწინასწარმეტყველა. მისი წინასწარმეტყველებები განაგრძობენ ახდენას.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ელენა იაკოვლენა — ვანგა, წინასწარმეტყველი (ხანშიშესული)
- ირინა რახმანოვა — ვანგა (შუახნის ასაკში)
- ნატალია ნიკოლაევა — ვანგა (ახალგაზრდობაში)
- დარია ოტროშკო — ვანგა (12 წლის ასაკში)
- კრისტინა პაკარინა — ვანგა (7 წლის ასაკში)
- ევგენი კნიაზევი — პანდე, ვანგას მამა
- ანტონ მაკარსკი — მიმკო გუშტეროვი, ვანგას ქმარი
- ალექსანდრა პლატონოვა — ლუბკა, ვანგას და
- ვასილიი ბოიდაკი — ვასილი, ვანგას ძმა
- ეკატერინე მალახოვსკაია — ტანკა, ვანგას დედინაცვალი
- ემილია რადევა — მაგდალენა, მიმკო გუშტეროვას დედა, ვანგას დედამთილი
- კარენა ანდოლენკო — ოლღა ნეზნამოვა (ვასილცოვა), ალექსანდრე ნეზნამოვის ცოლი (ახალგაზრდობაში)
- სვეტლანა კოჟემაკინა — ოლღა ნეზნამოვა (50 წლის ასაკში)
- ვალენტინა ანანინა — ოლღა ნეზნამოვა (90 წლის ასაკში)
- ანატოლი ბელი — ალექსეი ნეზნამოვი, საბჭოთა აგენტი
- ანტონ ფეოკტისტოვი — ანდრეი ნეზნამოვი, ოლღა და ალექსეი ნეზნამოვების შვილი
- კატერინა რაზუმოვსკაია — ალისა ვარეჟკინა
- დანიელ ბელიხი — ვიტალი
- ვალენტინ ტერეხოვი — მამა იონა
- ირინა შევჩუკი — ირინე, სასტუმრო სახლის მფლობელი
- ევგენი კრილოვი — გაჩევი, უსინათლოთა ინტერნატის ახალი დირექტორი
- ტაისია ვილკოვა — სნეჟანა, ინტერნატის მოსწავლე
- იგორ სიგოვი — სამხედრო კომენდანტი
- (მსახიობი უცნობია) — ბორის ელცინი, რუსეთის პრეზიდენტი
- სერგეი მედვედევი — სერგეი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი
- კირსან ილუმჟინოვი — კირსან ილუმჟინოვი, ყალმუხეთის პრეზიდენტი
- იგორ ლივანოვი — ადოლფ ჰიტლერი
- ნიკოლაი მუტავჩიევი — ჰაინრიხ ჰიმლერი
- დანიელ დიმოვი — ბორის III, ბულგარეთის მეფე
- ვლადიმერ შერბაკოვი — ლავრენტი ბერია
- ალექსანდრე ანდრიენკო — ჰანს გრუნლიხი, გესპატოს თანამშრომელი
- ლეონიდ წიმცუნიკი — ფონ დიდერიკი
- ოლეგ რადკევიჩი — პაველ სუბოპლატოვი
- ანტონ ფიგუროვსკი — ველჩებვი
- ალექსანდრე სოკოლოვსკი — ალოშა ნეზნამოვი, ოლღა და ლექსანდრე ნეზნამოვების შვილიშვილი