ვალერი ჩკალოვის ქუჩა
იერსახე
ვალერი ჩკალოვის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ნავთლუღი |
წინა სახელები | ბარბარეს II ქუჩა, ნადეჟდას ქუჩა, დავით ჭიაბრიშვილის ქუჩა |
ვალერი ჩკალოვის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ისნის რაიონში (ნავთლუღი); გიორგი რთველაძის ქუჩიდან ბოლნისის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ბარბარეს II ქუჩა (სახელწოდება უკავშირდება წმინდა ბარბარეს ეკლესიას), 1901 წლის გეგმაზე — როგორც ნადეჟდას ქუჩა. 1923 წელს — დავით ჭიაბრიშვილის, 1938 წელს ვალერი ჩკალოვის სახელი ეწოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 194, ISBN 978-99928-20-35-3.