ეტიუდი (ლიტერატურა)
იერსახე
ეტიუდი (ფრანგ. étude, სიტყვასიტყვით – შესწავლა, ვარჯიში) — მცირე ფორმის ნაწარმოები, რომელიც ასახავს სინამდვილეს, ადამიანის ცხოვრების, მოქმედების, განცდის რომელიმე მომენტს, ფრაგმენტს.
ეტიუდი ეწოდება აგრეთვე ლიტერატურულ, კრიტიკულ, ისტორიულ, ფილოსოფიურ ან მეცნიერულ ნარკვევს, რომელშიც ერთი რომელიმე საკითხი მოკლედ, შეკუმშულადაა გაანალიზებული. ქართულ ლიტერატურაში ცნობილია შიო არაგვისპირელისა და ნიკო ლორთქიფანიძის მხატვრული ეტიუდები. ლიტერატურულ-კრიტიკული და მეცნიერული ეტიუდების ნიმუშებია კიტა აბაშიძის „ეტიუდები“, კორნელი კეკელიძის „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“ და სხვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.