ერნესტ ტომპსონ სეტონი
ერნესტ სეტონ ტომპსონი | |
---|---|
და��ადების თარიღი |
14 აგვისტო, 1860 საუთ შილდსი, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი |
23 ოქტომბერი, 1946 სეტონ ვილეჯი, აშშ |
სხვა სახელები | ერნესტ ევან ტომპსონი, ერნესტ სეტონ-ტომპსონი, „შავი მგელი“, „ბელადი“ |
პროფესია | სკაუტთა მოძრაობის დამაარსებელი |
საქმიანობა | მწერალი, ბუნებისმეტყველი |
ერნესტ ტომპსონ სეტონი (დ. ერნესტ ევენ ტომპსონი[1], 14 აგვისტო, 1860 — გ. 23 ოქტომბერი, 1946) — ამერიკელი ავტორი, ბუნებისმეტყველი, მხატვარი, Woodcraft Indians-ის დამაარსებელი (1902, შემდეგში ცნობილი როგორც Woodcraft League of America) და Boy Scouts of America-ის (BSA) ერთ-ერთი დამაარსებელი (1910). სეტონმა გავლენა მოახდინა ლორდ რობერტ ბადენ-პაუელზე, რომელმაც 1907 წელს სკაუტთა მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი. მის ცნობილ ნაწარმოებებს შორისაა: The Birch Bark Roll და Boy Scout Handbook (ბიჭ სკაუტთა სახელმძღვანელო). ამერიკის ბიჭი სკაუტების ტრადიციებში ამერიკელ ინდიელთა ელემენტების დანერგვა მისი დამსახურებაა.
ერნესტ ტომპსონ სეტონი დიდხანს პრერიებში ცხოვრობდა და ცხოველთა სამყაროს აკვირდებოდა. 1890-1896 წლებში სეტონმა პარიზის სალონებში ცხოველთა ცხოვრების ამსახველი მრავალი ტილო გამოფინა. სეტონის კალამს ეკუთვნის მრავალი წიგნი: „მხეცები, რომელთაც მე შევიცნობ“, „დევნილთა ცხოვრება“, „პატარა ველურები“, „როლფი ტყეში“ და სხვ. ტომპპსონ სეტონი თავად ასურა��ებდა წიგნებს.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Seton, Ernest Thompson (2015-08-14) Trail of an Artist-Naturalist. WindRush Publishers, გვ. 7. ISBN 978-0-9859097-6-5.
- ↑ სეტონ-თომპსონი, ე. (1988). როლფი ტყეში; პატარა ველურები. თბილისი: ნაკადული.
- დაბადებული 1860
- დაბადებული 14 აგვისტო
- გარდაცვლილი 1946
- გარდაცვლილი 23 ოქტომბერი
- ამერიკელი ნატურალისტები
- ჯონ ბეროუზის მედლის მფლობელები
- აშშ-ის მეცნიერების ეროვნული აკადემიის ჯილდოს მფლობელები
- XIX საუკუნის ამერიკელი მწერლები
- XX საუკუნის ამერიკელი მწერლები
- XIX საუკუნის ამერიკელი მხატვრები
- XX საუკუნის ამერიკელი მხატვრები