ენრიკე III
ენრიკე III | |
---|---|
Enrique III | |
კასტილიისა და ლეონის სამეფოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1390 |
მმართ. დასასრული: | 1406 |
წინამორბედი: | ხუან I |
მემკვიდრე: | ხუან II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 ოქტომბერი, 1379 |
დაბ. ადგილი: | ბურგოსი |
გარდ. თარიღი: | 25 დეკემბერი, 1406 |
გარდ. ადგილი: | ტოლედო |
მეუღლე: | ეკატერინე ლანკასტერელი |
შვილები: |
მარია კასტილიელი, კატალინა კასტილიელი, ხუან II |
დინასტია: | ტრასტამარა |
მამა: | ხუან I |
დედა: | ელეონორა არაგონელი |
ენრიკე III (ესპ. Enrique III; დ. 4 ოქტომბერი, 1379, ბურგოსი — გ. 25 დეკემბერი, 1406, ტოლედო) — კასტილიისა და ლეონის სამეფოს მეფე 1390–1406 წლებში. ხუან I-ისა და ელეონორა არაგონელის შვილი.
გამეფებამდე ატარებდა ასტურიის პრინცის წოდებას, რომელიც ამის შემდეგ დღემდე ენიჭება ესპანეთის ტახტის მემკვიდრეს. ენრიკე გამეფდა 1390 წელს, მაგრამ რეალური ძალაუფლება აიღო 1393 წელს 13 წლის ასაკში, ხელისუფლების ცვლილების მშფოთვარე პერიოდის შემდეგ.
მისი მმართველობის პერიოდში კასტილიის ფლოტმა მოიპოვა რამდენიმე გამარჯვება ინგლისის ფლოტზე. 1400 წელს კასტილის ფლოტმა გაანადგურა მეკობრეების ბა��ა ჩრდილოეთ აფრიკაში. 1402 წლიდან ჟან დე ბეტანკურის ხელმძღვანელობით დაიწყეს კანარის კუნძულების ათვისება. ამავე წლის 15 აგვისტოს ჟუან I-თან დადებული ზავით შეწყდა პორტუგალიელების თავდასხმები ბადახოსზე.
1388 წელს ენრიკე III-მ ბაიონის ხელშეკრულების შესაბამისად დააქორწინეს ეკატერინე ლანკასტერელზე, რითაც დასრულდა დინასტიური კონფლიქტი ინგლისთან. ამ ქორწინების შედეგად დაიბადა ტახტის მემკვიდრე ხუან II.
ენრიკე III გარდაიცვალა ტოლედოში გრანადის წინააღმდეგ ბრძოლის სამზადისის დროს. დაკრძალულია ტოლედოს საკათედრო ტაძარში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
|