ემილი დონელსონი
ემილი დონელსონი Emily Donelson | |
აშშ-ის პირველი ლედი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1829 – 19 დეკემბერი, 1836 | |
პრეზიდენტი | ენდრუ ჯექსონი |
წინამორბედი | ლუიზა ადამსი |
მემკვიდრე | სარა ჯექსონი |
დაბადებული | 1 ივნისი, 1807 დონელსონი, ტენესი |
გარდაცვლილი | 19 დეკემბერი, 1836 ნაშვილი, ტენესი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ენდრუ ჯექსონი |
შვილები | 4 |
ემილი დონელსონი (ინგლ. Emily Donelson; დ. 1 ივნისი, 1807, დონელსონი, ტენესი — გ. 19 დეკემბერი, 1836, ნაშვილი, ტენესი) — პრეზიდენტ ენდრუ ჯექსონის ცოლის რეიჩელ ჯექსონის ძმისშვილი[1], აშშ-ის არაოფიციალური პირველი ლედი 1829-1836 წლებში[2].
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ემილი ტენესი დონელსონი დაიბადა 1807 წლის 1 ივნისს ტენესის შტატის ქალაქ დონელსონში, მამამისის ფერმაში. მამამისი ჯონ დონელსონი იყო რეიჩელ ჯექსონის, მომავალი პრეზიდენტის ცოლის ძმა. თავისი დროის სხვა გოგოებისაგან განსხვავებით მან ფორმალური განათლება მიიღო. სწავლობდა ტენბესის შტატის ქალაქ ნაშვილის ქალთა აკადემიაში და ითვლებოდა წარმატებულ სტუდენტად.
1824 წლის 16 სექტემბერს 17 წლის ემილი ცოლად გაჰყვა ენდრიუ დონელსონს, რომელიც იყო ემნილის ბიძაშვილი და მეურვე ენდრიუსა და რეიჩელ ჯექსონების ბიძისა და ბიცოლას შეთანხმებით.
იყო ვარაუდი, რომ რეიჩელ ჯექსონი სიკვდილამდე გეგმავდა ემილის თავის თანაშემწეებთან აყვანას თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ. ჯექსონი ირწმუნებოდა, რომ ყველაფერი შეთანხმებული იყო ემილისთან, ტენესის „ერმიტაჟის“ პლანტაციაში. რეიჩელ ჯექსონის გარდაცვალებამ შეცვალა ეს გეგმები და ენდრიუ ჯექსონმა ემილის სთხოვა საკუთარ თავზე აეღო თეთრი სახლის დიასახლისის მოვალეობები.
როდესაც ის ვაშინგტონში გადავიდა 21 წლის იყო. მისმა ქმარმა ენდრიუმ დაიკავა პრეზიდენტის პირადი მდივნის თანამდებობა. ჯექსონის ადმინისტრაცია პირველი თვეებში გლოვობდა პრეზიდენტის გარდაცვლილ მეუღლეს, რეიჩელს. ქლოვის პერიოდი დასრულდა 1829 წლის ბოლოსთვის, როდეასაც ემილიმ საახალწლო წვეულება მოაწყო 1830 წლის 1 იანვარს[2].
პეტიკოტის საქმე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1829 წელს ვაშინგტონში გავრცელდა ხმები აშშ-ის სამხედრო მინისტრის ჯონ ჰენრი ეიტონის ახალი მეუღლის პეგი ეიტონის შესახებ. ამბობდნენ, რომ მას ჰქონდა არაკანონიერი კავშირები და რომ მისმა პირველმა მეუღლემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რაც ეს ამბები შეიტყო[2].
მზარდმა სკანდალმა, რომელსაც ეწოდა „პეტიკოტის საქმე“, განხეთქილება გამოიწვია ჯექსონის კაბინეტში. კაბინეტის რამდენიმე წევრის მეუღლემ, პირველ რიგში ვიცე-პრეზიდენტ ჯონ კელჰუნის მეუღლემ, უარი თქვა ვაშინგტონის საზოგადოებაში ეიტონის ცოლის მიღებაზე. ჯონსონი თვლიდა, რომ ვაშინგტონის საზოგადოებამ პეგი არასამართლიანად დაადანაშაულა, ისევე როგორც ეს გააკეთა მისმა გარდაცვლილმა მეუღლემ[3].
სიტუაციამ განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია 1830 წლის დასაწყისში როდესაც პეგიმ უარი თქვა ჯექსონის მიწვევაზე თეთრ სახლში. ჯექსონმა როდესაც გამოკითხა პეგის უარის მიზეზი, მან დაასახელა ცივი დამოკიდებულება ემილის მხრიდან.
ემილი და ენდრიუ პრეზიდენტთან ერთად შვებულებაში წავიდნენ ერმიტაჟში 1830 წლის ზაფხულში. ამ დროისთვის ემილისა და პრეზიდენტს შორის გაუცხოება იმდენად დიდი გახდა, რომ მან უარი თქვა ერმიტაჟზე დარჩენაზე და დედის სახლში დარჩენა გადაწყვიტა. ჯექსონი ვაშინგტონში დაბრუნდა ენდრიუსთან ერთად, ემილის გარეშე[3].
როდესაც ჯექსონი ვაშინგტონში დაბრუნდა, მან ემილის სთხოვა დაბრუნებულიყო და გაეგრძელებინა დაკისრებული მოვალეობები. მაგრამ ემილიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონშ არ დაბრუნდებოდა, სანამ პეგი ეტონს მიიღებდა თეთრ სახლში.
პეტიკოტის საქმე განიმუხტა, როდესაც ჯექსონმა კაბინეტის რამდენიმე წევრი გაათავისუფლა, ხოლო ჯონ ჰენრი ენტონი გააგზავნა მადრიდში აშშ-ის ელჩად. ამის შემდეგ ემილი დათანხმდა თეთრ სახლში დაბრუნებაზე.
1834 წლის 26 ნოემბერს პრეზიდენტის ძმისშვილი სარა ჯექსონი ეწვია თეთრ სახლს და შეუდგა პირველი ლედის მოვალეობის შესრულებას ემილისთან ერთდ. ამ ორ ქალს შორის მტრობის თავიდან ასაცილებლად, ჯექსონმა სარა წარადგინა, როგორც ერმიტაჟის დიასახლისი და არა თეთრი სახლის. მიუხედავად უცნაური სიტუაციისა, მათ გამონახეს საერთო ენა. ეს იყო ამერიკის ისტორიაშ ერთდერთი შემთხვევა, როდესაც პირველი ლედის ტიტულს ორი ქალი ერთდროულად ატარებდა[3].
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ემილის ჯანმრთელობა შეირყა 1836 წელს. მას დაუსვეს ტუბერკულოზის დიაგნოზი. 1836 წლის ივნისშ დატოვა თეთრი სახლი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გაუარესდა და გარდაიცვალა 1836 წლის 19 დეკემბერს, 29 წლის ასაკში[2].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Feller, Daniel. Rachel Jackson. American President: An Online Reference Resource. University of Virginia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-19. ციტირების თარიღი: 2010-12-02.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Reference for Emily Donelson — Search.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2020-02-17.
- ↑ 3.0 3.1 3.2 NationMaster — Encyclopedia: Emily Donelson. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-29. ციტირების თარიღი: 2011-02-22.