ელჩო
მშობ. სახელი: ინგლ. Elcho Island | |
---|---|
კუნძულ ელჩოს ხედი კოსმოსიდან | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | არაფურის ზღვა |
კოორდინატები | კოორდინატები: 11°55′ ს. გ. 135°45′ ა. გ. / 11.917° ს. გ. 135.750° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 1 |
ფართობი | 278,3 კმ² |
სიგრძე | 55 კმ |
სიგანე | 6 კმ |
სანაპიროს სიგრძე | 139 კმ |
უმაღლესი წერტილი | 44 მ |
ჩრდილოეთი ტერიტორია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 2156 (2007) |
სიმჭიდროვე | 7,747 ად. /კმ² |
ელჩო (ინგლ. Elcho Island) — კუნძული არაფურის ზღვაში ავსტრალიის შტატის ჩრდილოეთი ტერიტორიის სანაპიროს შორიახლოს. კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 2156 ადამიანს[1].
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელჩო წარმოადგენს პატარა კუნძულს, რომელიც მდებარეობს ნახევარკუნძულ არნემ-ლენდის შორიახლოს. მისგან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს კუნძული ჰაუარდი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — უესელის კუნძულები. გარს აკრავს არაფურის ზღვის წყლები. მანძილი ავსტრალიის კონტინენტურ ნაწილამდე სულ შეადგენს 1 კმ-ს; შტატ ჩრდილოეთის ტერიტორიის დედაქალაქ დარვინამდე — დაახლოებით 550 კმ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთით. უახლოესი დასახლება, ნულუნბაი, მდებარეობს დაახლოებით 150 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. კუნძულის ფართობი — 278,3 კმ². სანაპირო ზოლის სიგრძე — 139 კმ[2]. კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 55 კმ-ს, სიგანე — 6 კმ-ს[3].
კუნძულის რელიეფი ვაკეა, ზოგიერთ ადგილას გვხვდება ქვიშოვანი დიუნები და კლდეები. უპირატესად დაფარულია ევკალიპტის ტყეებით. სანაპირო ზონაში მდებარეობს მრავალი მანგროს ტყეები[4]. ელჩოზე ბუდობს დიდი რაოდენობით ზღვის ფრინველი, ხოლო ნაპირზე ასევე კვერცხებს დებენ ზღვის კუები. კუნძულზე არ არსებობს მუდმივი მდინარეები[4].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავარაუდოდ, პირველებმა კუნძულის არსებობის თაობაზე (აბორიგენები მხედველობაში არ მიიღება) გაიგეს კუნძულ სულავესიდან (მაკასარები) წამოსულებმა, რომლებიც ამ რაიონში აწარმოვებდნენ ტრეპანგის მოპოვებას. პირველი ევროპული დასახლება ელჩოზე დაარსდა 1922—1923 წლებში, როდესაც კუნძულზე გამოჩნდნენ ნავთობსაძიებო კომპანიის წარმომადგენლები, ასევე მეთოდისტი მისიონერები. მისიონერების მოღვაწეობა უნაყოფო აღმოჩნდა, ამიტომ მისია დაიხურა (ხელმეორედ გაიხსნა მხოლოდ 1942 წელს)[5].
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული მდებარეობს ავსტრალიელი აბორიგენების საკუთრებაში, რომელიც განკარგავს ავსტრალიის მკვიდრი მოსახლეობის მსხვილ საზოგადოებას არნემ-ლენდის ჩრდილო-აღმოსავლეთში[6]. ელჩოზე შესვლა შეზღუდულია. ყველაზე დიდი დასახლებაა — 1942 წელს მეთოდისტური მისიის მიერ დაარსებული გალივინკუ (ინგლ. Galiwin'ku)[6]. 2006 წლის მონაცემების მიხედვით იქ ცხოვრობდა 1698 ადამიანი, რომელთაგან უმრავლესობა მკვიდრი ავსტრალიელების წარმომადგენელია. მოსახლეობა უპირატესად საუბრობს ავსტრალიელი აბორიგენების ერთ-ერთ ენაზე (ტიამპარპუინგუ). სახლში ინგლისურად საუბრობს მხოლოდ კუნძულელთა 10 %[7]. ძირითადი რელიგიაა — ქრისტიანობა. მოქმედებს აეროდრომი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Galiwin’ku Community Incorporated დაარქივებული 2008-07-19 საიტზე Wayback Machine.
- Elcho Island Art and Craft დაარქივებული 2009-03-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Northern Territory Government BushTel: Galiwinku
- ↑ Islands of Australia. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
- ↑ Profile. Galiwin'ku Community Incorporated. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-31. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
- ↑ 4.0 4.1 Elcho Island group. Department of Natural Resources, Environment, The Arts and Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-20. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
- ↑ Arnhem Land - Communities and Places. Aboriginal Art Online Pty Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
- ↑ 6.0 6.1 About us. Elcho Island Art and Craft. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-12. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
- ↑ 2006 Census QuickStats : Galiwinku (Urban Centre/Locality). Australian Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.