ელგონის მთა
ელგონის მთა | |
---|---|
ელგონის მთა | |
კოორდინატები: 01°07′06″ ჩ. გ. 34°31′30″ ა. გ. / 1.11833° ჩ. გ. 34.52500° ა. გ. | |
ქვეყანა | კენია უგანდა |
სიმაღლე | 4321 მ |
ტიპი | ფარისებური ვულკანი |
პირველი ასვლა | 1911 |
ბოლო ამოფრქვევა | უცნობია |
ელგონის მთა (ინგლ. Mount Elgon) — ჩამქრალი ვულკანი, სიმაღლის მიხედვით მეშვიდე მთა აფრიკაში და მეორე უგანდაში. ვულკანი მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკის მთიანეთში, ვიქტორიას ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით (უგანდა-კენიის საზღვარზე).
ვულკანის აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აქვს ფარის ფორმა, დიამეტრით 80-85 კმ, სიმაღლით 4321 მეტრი[1]. მწვერვალი ბრტყელია, ცუდად შენარჩუნებული კალდერით, დიამეტრით 11 კმ და 40 კმ²-ზე მეტი ფართობით. ვულკანის პირველი ამოფრქვევა მოხდა 24 მილიონ წელზე უფრო მეტი ხნის წინ, დღეისათვის ვულკანს ყველა მხრიდან გარს ერტყმის ძნელად გასავლელი პიკები — 4000 მეტრზე უფრო მეტი სიმაღლით.
ვულკანს სახელი დაერქვა Elgonyi-ის ძველი ტომის პატივსაცემად, რომლებიც როდესღაც ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში მთის სამხრეთ ფერდოებზე. მასაის ხალხი ვულკანს ეძახის «Ol Doinyo Ilgoon» (ანუ «Masawa»), რაც ნიშნავს «ქალის მკერდს».
მწვერვალები
[რედაქტირებ�� | წყაროს რედაქტირება]ელგონის მთის მწვერვალები:
მწვერვალი | სიმაღლე | ქვეყანა |
---|---|---|
Wagagai | 4320 მეტრი | უგანდა |
Sudek | 4302 მეტრი | უგანდა-კენიის საზღვარი |
Koitobos | 4222 მეტრი | კენია |
Mubiyi | 4211 მეტრი | უგანდა |
Masaba | 4161 მეტრი | უგანდა |
გამოქვაბულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელგონის მთის ფერდოებზე იმყოფება 4 გამოქვაბული — Ngwarisha, Makingeny, Chepnyalil და Kitum. Kitum-ის გამოქვაბულის სიღრმე 200 მეტრზე მეტია, ხოლო სიგანე თითქმის 60 მეტრია. გამოქვაბულების კედლებზე დალექილ მარილს იქ შესული სპილოები ფხაჭნიან თავიანთი ეშვებით, რის გამოც მათ მიიღეს მიწისქვეშა სპილოების სახელი. მარილის შესაგროვებლად ღამ-ღამობით მოდიან სხვა ძუძუმწოვრებიც.
გამოქვაბულებთანაა დაკავშირებული კიდევ ერთი ისტორია — მარბურგის ვირუსი, რომელიც იწვევს მარბურგის ჰემორგანულ ციებ-ცხელებას. დასახელებაში «მარბურგი» აღებულია იმ ადგილის დასახელებიდან, სადაც პირველად მოხდა ვირუსის გავრცელება. ეს დაავადება პირველად დაფიქსირდა 1967 წელს გერმანიის ქალაქ მარბურგში. გამოქვაბულებში მოხვედრასთან დაკავშირებით ცნობილია სიკვდილის მხოლოდ ორი შემთხვევა.
ფაუნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელგონის მთის ფერდოებზე ბინადრობს 400-ზე მეტი სპილო, ბევრი აფრიკული კამეჩი, აფთარი, ანტილოპა და ფრინველების დაახლოებით 300 სახეობა.
ეროვნული პარკები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვულკანის ფერდოებს იცავს ელგონის მთის ეროვნული პარკები, როგორც კენიის, ასევე უგანდის. ორივე პარკი შესულია ბიოსფერული რეზერვატების მსოფლიო ქსელში.