ეთილენგლიკოლი
იერსახე
ეთილენგლიკოლი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ეთან-1,2-დიოლი |
ტრადიციული სახელწოდება | ეთილენგლიკოლი |
ქიმიური ფორმულა | (CH2OH)2 |
ემპირიული ფორმულა | C2H6O2 |
მოლური მასა | 62.068 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.1132 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | -12.9 °C |
დუღილის ტემპერატურა | 197.3 °C |
ეთილენგლიკოლი (IUPAC სახელი — ეთან-1,2-დიოლი) — ორგანული ნივთიერება ქიმიური ფორმულით (CH2OH)2. ძირითადად გამოიყენება ანტიფრიზების დასამზადებლად. არის უფერო, უსუნო, ტკბილი გემოს მქონე ტოქსიკური სითხე.
წარმოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ეთილენგლიკოლი იწარმოება ეთენისგან (ეთილენი), ინტერმედიატი (შუალედური პროდუქტი) ეთილენის ოქსიდის საშუალებით. ეთილენის ოქსიდი რეაქციაში შედის წყალთან და წარმოქმნის ეთილენგლიკოლს:
- C2H4O + H2O → HO−CH2CH2−OH
- აზოტის მონოქსიდის (N0) დაჟანგვით მიიღება დიაზოტის ტრიოქსიდი (N2O3)
- დიაზოტის ტრიოქსიდისგან(N2O3) მეთანოლის დამატებით მიიღება მეთილნიტრიტი, გამოიყოფა წყალი.
- მეთილნიტრიტისგან ნახშირბადის მონოქსიდის დამატებით და პალადიუმის კატალიზატორის თანაობით მიიღება დიმეთილის ოქსალატი გამოიყოფა ორი მოლი აზოტის მონოქსიდი (N0)
- დიმეთილის ოქსალატის[1] ჰიდრირებით სპილენძის კატალიზატორის თანაობით მიიღება ეთილენგლიკოლი და მამოიყოფა მეთანოლი.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nexant/Chemsystems, Coal to MEG, Changing the Rules of the Game. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 14, 2011. ციტირების თარიღი: 2016-08-08. (PDF; 5,4 MB), 2011 Prospectus.
- ↑ S. Zhang et al., Highly-Dispersed Copper-Based Catalysts from Cu–Zn–Al Layered Double Hydroxide Precursor for Gas-Phase Hydrogenation of Dimethyl Oxalate to Ethylene Glycol, Catalysis Letters, Sept. 2012, 142 (9), 1121–1127, DOI:10.1007/s10562-012-0871-8.