შინაარსზე გადასვლა

ედმონ როსტანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედმონ როსტანი

ედმონ როსტანი საფრანგეთის აკადემიის ფორმაში, (1905)
სრული სახელი ედმონ ეჟენ ალექსის როსტანი
დაბადების თარიღი 1 აპრილი, 1868
დაბადების ადგილი მარსელი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი, 1918
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა პოეტი, დრამატურგი
ეროვნება ფრანგი
მიმდინარეობა ნეორომანტიზმი
პარტნიორ(ებ)ი როზმონდ ჟერარდი
შვილ(ებ)ი

ჟან როსტანი

მორის როსტანი

ედმონ როსტანი (ინგლ. Edmond Rostand) — ფრანგი პოეტი და დრამატურგი. ის ასოცირდება ნეორომანტიზმთან და ცნობილია თავისი 1897 წლის პიესით „სირანო დე ბერჟერაკი“. ედმონ როსტანის რომანტიკული პიესები ეწინააღმდეგებოდა გვიანი მე-19 საუკუნის პოპულარულ ნატურალისტურ თეატრს. როსტანის კიდევ ერთი შემოქმედება, Les Romanesques (1894), ადაპტირდა მიუზიკლად The Fantasticks 1960 წელს.

ედმონ როსტანი დაიბადა მარსელში, საფრანგეთში, მდიდარ და კულტურულ პროვანსულ ოჯახში. მამამისი იყო ეკონომისტი, პოეტი, რომელმაც თარგმნა და დააკორექტირა კატულუსის [1] შემოქმედება. ის ასევე იყო მარსელის აკადემიისა და საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი. ედმუნ როსტანი სწავლობდა ლიტერატურას, ისტორიას და ფილოსოფიას სტაისლასის კოლეჯში, პარიზში.

როცა როსტანი ოცი წლის იყო, მისი პირველი პიესა, ერთმოქმედებიანი კომედია, Le Gant rouge, დაიდგა კლუნის თეატრში 24 აგვისტოს, 1888 წელს, მაგრამ ის თითქმის შეუმჩნეველი დარჩა. [1]

1889 წელს ის და მისი საცოლე როზმონდ ჟერარდი დამეგობრდნენ ემანუელ შაბრიესთან, რის შემდეგად კომპოზიტორმა მის სამ პოემაზე (ხოლო როზმონდის ორ პოემაზე) უმალვე მუსიკა შექმნა. [2] 1890 წელს როსტანმა გამოაქვეყნა ლექსების ტომი სახელად Les Musardises. [3] იმავე წელს მან თეატრ ფრანსუას რეჟისორს შესთავაზა პიეროს ერთმოქმედებიანი პიესა ლექსად. ამან მას საშუალება მისცა სახელმწიფო თეატრისთვის დაეწერა სამმოქმედებიანი სპექტაკლი, ასევე ლექსად, ისევე როგორც მისი ყველა პიესა. იგი თავს პოეტად მიიჩნევდა, მიუხედავად ის წერდა სპექტაკლებს თუ პოეზიას.

საბოლოოდ სპექტაკლი Les Musardises დაიდგა ფრანსუაზ თეატრში 21 მაისს, 1894 წელს. ამ მოვლენამ მას დიდი წარმატება მოუტანა და ითვლება მისი კარიერის საწყისად დრამატურგიაში. ეს პიესა 1960 წელს გადაკეთდა ტომ ჯონსისა და ჰარვი შმიდტის მიერ ამერიკულ მიუზიკლად The Fantasticks.

ედმონ როსტანის შემდეგი პიესა სარა ბერნარისთვის დაიწერა. პიესა La Princesse Lointaine დაფუძნებულია XII საუკუნის ტრუბადურის ჯოფრი რუდელისა და მისი სიყვარულის შესახებ ჰოდიერნას მიმართ. ეს იდეალისტური პიესა 1895 წლის 5 აპრილს დაიდგა რენესანსის თეატრში. მელისანდრის ნაწილი, რომელიც დაფუძნებულია ჰოდიერნას ქალიშვილ მელისანდრეზე, სარა ბერნარის [4] მიერაა შექმნილი, თუმცა სპექტაკლმა ვერ მოიპოვა განსაკუთრებული წარმატება. როდესაც ეს როლი სარა ბერნარმა შეასრულა იმავე წელს ლონდონში, მან ცუდი შეფასება მიიღო ჯორჯ ბერნარდ შოუსგან, მაგრამ ეს არ იყო გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ შოუს მიკერძოებულობას რეალიზმისადმი. [1]

ბერნარმა ჯიუტად სთხოვა როსტანს, რომ დაეწერა კიდევ ერთი პიესა მისთვის. სარამ შექმნა ფოტინის როლი La Samaritaine-ში, ბიბლიური დრამა სამ სცენაში, რომელიც ადაპტირებულია სამარიელი ქალის სახარების ისტორიიდან. [4] ეს სპექტაკლი უფრო წარმატებული აღმოჩნდა და სარა ბერნარის რეპერტუარის ნაწილიც გახდა. როსტანი კმაყოფილი იყო, რომ მან დაუმტკიცა საზოგადოებას, იყო მეტი, ვიდრე კომედიების მწერალი. [1]

მისი საგმირო კომედია „სირანო დე ბერჟერაკი“, რომელიც 1897 წლის 28 დეკემბერს დაიდგა სენ-მარტინის თეატრში და მთავარი როლი ბენუა-კონსტანტი კოკელენმა შეასრულა, ტრიუმფი იყო. [4] პირველი წარმოდგენა 300-ზე მეტ ღამეს გრძელდებოდა. [1] ამხელა ენთუზიაზმით არ ყოფილა არც ერთი დრამა ცნობილი ჰიუგოს ჰერნანის დადგმის შემდეგ. პიესა უმალვე ითარგმნა ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და სხვა ევროპულ ენებზე. [4] სირანო დე ბერჟერაკი იყო როსტანის ბავშვობის გმირი, რომელშიც უყვარდა მისი გამბედაობა და იდეალიზმი. როსტანმა ასევე საფუძვლიანად გამოიკვლია საფრანგეთის მე-17 საუკუნის ისტორია.

პიესა L'Aiglon დაიწერა სარა ბერნარისთვის, რომ შეესრულებინა როლი ექსპოზიციის უნივერსელზე პარიზში. საჭირო ოყო პატრიოტული თემა, ამიტომ როსტანმა გადაწყვიტა დაეწერა ნაპოლეონის ისტორიიდან, სავარაუდოდ შეთავაზებული ჰენრი უელშინგერის Roi de Rome-დან, რომელიც მოიცავს ბევრ ახალ ინფორმაციას რაიხშტადტის ჰერცოგის, ნაპოლეონ I-ის ძისა და მარი ლუიზის უბედური ცხოვრების შესახებ, რომელსაც მეტერნიხის აგენტები აკონტროლებდნენ შენბრუნის სასახლეში.

1901 წელს, როსტანი გახდა ყველზე ახალგაზრდა მწერალი, რომელიც აურჩევიათ საფრანგეთის აკადემიაში. [5] ჯენმრთელობის მიზეზების გამო 1903 წელს გადავიდა კამბო-ლე-ბეინში, ბასკურ პირენეებში. აქ მან თავად ააგო ვილა, არნაგა (ახლანდელი როსტანის მუზეუმი) და დაიწყო მუშაობა სპექტაკლზე სახელად Chantecler, რომელიც ამჯერად კონსტანტი კოკელენისთვის იქმნებოდა. [3] სპექტაკლს დიდი ინტერესით ელოდნენ, რაც გააძლიერა მისი გამოსვლის თარიღის გადავადებამ და მოახდინა გავლენა მაყურებლის მხრიდან მისი მიღების ენთუზიაზმზე. არც პარიზელ მაყურებელს ესიამოვნა მესამე მოქმედებაში სალონური ცხოვრების კარიკატურა. მას შემდეგ, რაც კონსტანტი კოკელენი გარდაიცვალა რეპეტიციების დროს, ლუსიენ გიტრი გახდა მთავარი როლის შემსრულებელი. Chantecler არის მამალი და პერსონაჟები არიან ფრინველები და ცხოველები. [4] Chantecler არის როსტანდის მოწიფულობის დიდი პიესა, რომელიც გამოხატავს როსტანის, როგორც პოეტისა და იდეალისტის ღრმა გრძნობებს.

The Romancers, ერთმოქმედებიანი პიესა, ედმონდ როსტანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესაა. ეს პიესა იკითხება შესასწავლად მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის კურსებზე. [6]

როსტანი ჯერ კიდევ წერდა პიესებს, როცა ორმოცდაათი წლის ასაკში ნაადრევად გარდაიცვალა. "La Dernière Nuit de Don Juan" შესრულდა სიკვდილის შემდეგ 1922 წელს. მას დარჩა ორი დაუმთავრებელი და გამოუქვეყნებელი პიესა - Yorick და Les Petites Manies. [7]

როსტანი დაქორწინებული იყო პოეტსა და დრამატურგზე როზმონდ ჟერარზე, რომელმაც 1890 წელს გამოსცა Les Pipeaux, ლექსების ტომი, რომელიც შეაქო აკადემიამ. [4] წყვილს ორი ვაჟი ჰყავდა, ჟანი და მორისი.

1900-იან წლებში როსტანი საცხოვრებლად გადავიდა ვილა არნაგაში, კამბო-ლე-ბეენში, საფრანგეთის ბასკების ქვეყანაში, სადაც პლევრიტის განკურნებას ცდილობდა. სახლი ახლა არის მემკვიდრეობის ძეგლი და როსტანდის ცხოვრებისა და ბასკური არქიტექტურისა და ხელნაკეთობების მუზეუმი. როსტანი გარდაიცვალა 1918 წელს, ის გრიპის პანდ���მიას ემსხვერპლა. დაკრძალულია მარსელის სასაფლაოზე.

• სირანო დე ბერჟერაკი, 1897

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 William Lyon Phelps (1921) Essays on Modern Dramatists, Macmillan, New York
  2. Delage, Roger (1999). Emmanuel Chabrier (in French). Paris: Fayard. ISBN 978-2-213-60508-1. p525f.
  3. 3.0 3.1 Annual Register for the Year 1918 (1919) Longmans, Green and Company, London – New York
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 თარგი:EB1911
  5. (1983) რედ. Philip George Hill: Our Dramatic Heritage Volume 4. Fairleigh Dickinson University Press, გვ. 365. ISBN 9780838632673. 
  6. The Romancers by Edmond Rostand - Class 12 Mero Notice en-US (23 February 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 თებერვალი 2021. ციტირების თარიღი: 27 February 2021
  7. Contemporary Authors Online (2003) Gale, Detroit
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედმონ_როსტანი“-დან