ებრუ
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a2/Paper_Marbling_Tank.jpg/363px-Paper_Marbling_Tank.jpg 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a2/Paper_Marbling_Tank.jpg/484px-Paper_Marbling_Tank.jpg 2x)
ებრუ (თურქ. Ebru) — წყალზე ხატვის ტრადიციული თურქული ტექნიკა. ეს ხელოვნება შუა აზიაში ჩაისახა და ოსმალეთის იმპერიის პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. ცნობილია როგორც „მარმარილოს ქაღალდის ხელოვნება“, ვინაიდან მის მიერ შექმნილი ორნამენტები მარმარილოს ტექსტურას ჰგავს.
2014 წელს იუნესკომ ებრუ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა[1].
ებრუ გამოიყენება არა მხოლოდ ქაღალდის დასამშვენებლად, არამედ დეკორატიული ნივთების, ტანსაცმლისა და თუნდაც მხატვრული ნამუშევრების შესაქმნელად.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ებრუს ხელოვნება სათავეს XV საუკუნიდან იღებს. ტექნიკის წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მისი სამშობლო ჩინეთია, ხოლო სხვა ვერსიით — ინდოეთი, პაკისტანი, უზბეკეთი და იაპონია ითვლება, ხოლო შემდეგ გავრცელდა ირანში, სადაც მას აბრუ ეწოდებოდა (სპარს. آبرو), რაც „წყლის სახეს“ ან „ღრუბლისებურ ორნამენტს“ ნიშნავს. ებრუს ხელოვნება ოსმალეთის იმპერიის პერიოდში განსაკუთრებულად განვითარდა.
მაგალითად, დაახლოებით XII საუკუნეში იაპონიაში არსებობდა სუმინაგაშის ხელოვნება, რომელიც მელანითა და წყლით მუშაობდა. შინტოისტი ბერები იყენებდნენ ამ ტექნიკას ნიმუშების გამოსახატავად ქაღალდსა და ქსოვილზე. ხელოვნება იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რომ იგი არა მხოლოდ უბრალო ადამიანები, არამედ იმპერატორები და მათი კარისკაცებიც კი გაიტაცა.
ტრადიციულად, ებრუ გამოიყენებოდა წიგნების ყდების, კალიგრაფიული ნამუშევრებისა და ოფიციალური დოკუმენტების დასამშვენებლად. მისი დეკორატიული თვისებების გამო, ებრუ დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც ხელოვნებაში, ასევე ყოფით ცხოვრებაში.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/79/PaperMarbling002England1830Detail.jpg/330px-PaperMarbling002England1830Detail.jpg 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/79/PaperMarbling002England1830Detail.jpg/440px-PaperMarbling002England1830Detail.jpg 2x)
ტექნიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ებრუ იქმნება წყლის, სპეციალური საღებავებისა და გასქელებლის გამოყენებით. პროცესი მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს: პირველი ეტაპია ხსნარის მომზადება - წყალს ემატება ბუნებრივი გასქელებელი. ეს ხსნარს სიბლანტეს აძლევს, რაც საღებავებს საშუალებას აძლევს წყლის ზედაპირზე დარჩეს; შემდეგ ��ტაპზე გამოიყენება ბუნებრივი პიგმენტები, რათა თავისუფლად გაიფანტოს წყლის ზედაპირზე. ამის შმდეგ იქმნება ორნამენტები - წყლის ზედაპირზე აწვეთებენ საღებავს და ქმნიან წრეებს, ხაზებსა და სხვადასხვა ფორმებს. შემდეგ, სპეციალური ინსტრუმენტების დახმარებით, ორნამენტები იხვეწება და იქცევა რთულ ნახატებად. და ბოლოს, წყლის ნახატის ქაღალდზე გადატანა - როდესაც ნახატი მზადაა, ქაღალდს წყლის ზედაპირზე ფრთხილად ადებენ, რომელიც საღებავს იწოვს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Техника рисования на воде эбру в психологической работе
- ებრუ – წყალზე ხატვის უძველესი თურქული ტექნიკა
- Эбру – искусство, рожденное союзом воды и земли
- Çağdaş ebru sanatında resimsel figüratif çalışmalar yapan sanatçılar ve eserleri